ჯგუფური კონტრაბანდის საქმეზე დაკავებული ჟურნალისტების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამო აზერბაიჯანს ევროკავშირის ელჩი აკრიტიკებს. კრიტიკას ბაქო ქვეყნის საქმეებში ჩარევად თვლის და მიუთითებს, რომ დარღვევები არა აზერბაიჯანში, არამედ - ევროკავშირის ქვეყნებში უნდა ეძებონ.
დღეს პაკისტანმა ირანს საპასუხო სარაკეტო დარტყმები მიაყენა. ჰუთები აგრძელებენ აგრესიას წითელ ზღვაში. აშშ და ბრიტანეთი მათ საპასუხო დარტყმებს აყენებენ. ჰეზბოლასა და ისრაელის შეტაკებებიც გრძელდება. ისრაელი-ჰამასის ომის შემდეგ რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარება დუღილის ტემპერატურას აღწევს.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად ათეულობით ქვეყნის ლიდერებს მასპინძლობს, ტრადიციულად, პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებს. რისთვის და როგორ გამოიყენა წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს საერთაშორისო პლატფორმა?
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ერთ-ერთი კანდიდატისთვის ხელმოწერები საქართველოშიც გროვდება. ვინ არის ბორის ნადეჟდინი? რა პოლიტიკური წონა, რეპუტაცია და მიზნები აქვს და რატომ გადაწყვიტა რუსმა პოლიტიკოსმა მხარდამჭერთა ხელმოწერების საქართველოში შეგროვება?
აფხაზეთის ტელეგრამარხები აფხაზეთში „ქართველი მოგზაურების“ ჯგუფზე წერენ. ტელეგრამარხების გამომწერები ოფიციალური სტრუქტურებისგან აღშფოთებულები ითხოვენ, უპასუხონ, ვინ დართო მათ შემოსვლის ნება და რა მიზნით იმყოფებოდა ეს ჯგუფი აფხაზეთში.
ამერიკელი მაღალჩინოსნის, ანტიკორუფციული საკითხების კოორდინატორის საქართველოში ვიზიტმა კიდევ ერთხელ წამოსწია წინ საუბრები ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროებაზე.
სტრატეგიულ პარტნიორობაზე და, მასთან ერთად, „პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოებაზე“ შეთანხმების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩინეთთან ურთიერთობებს აღრმავებს.
15 იანვარს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 14 იანვარს საღამოს ჩაატარა სამხედრო სპეცოპერაცია და აზოვის ზღვის თავზე, ბერდიანსკის მახლობლად, გაანადგურა სტრატეგიული მნიშვნელობის ორი რუსული თვითმფრინავი.
უკრაინას ომში გამარჯვების იმედი აქვს, მაგრამ პარალელურად, რუსეთთან მოლაპარაკებებზეც მსჯელობს. „მშვიდობის ფორმულის“ განსახილველად მისი ავტორი - პრეზიდენტი ზელენსკი თავად ჩავიდა შვეიცარიაში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება.
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში უფლებამოსილება შეუჩერდათ პრაღის ეპარქიის წინამძღვრის მდივანს იგორ სტრჟელეცსა და საეპარქიო საბჭოს ხელმძღვანელს დეკანოზ იან ბერანეკს.
ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, ჩინეთის საძულველმა ლაი-ცინდემ გაიმარჯვა, თუმცა „პროგრესულმა პარტიამ“ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. რას ნიშნავს ეს კუნძულის ჩინეთთან ურთიერთობებისათვის? გადაიზრდება თუ არა სრუტის გადაღმა დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში?
ჩამოტვირთე მეტი