აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა სავიზო აკრძალვები დაუწესოს კიდევ სხვა ქართველ ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, მათ შორის დასახელებულია ძალოვანი უწყებებისა და მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") მოადგილე მირზა კეზევაძე გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" არიან.
ეუთოს 17-მა ქვეყანამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმობილია "ქართული ოცნების" მიერ ძალის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა მეტროში ახალგაზრდის ცემაში ბრალდებული ორი კაცი. მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიჩნია, რომ 2000-ლარიანი გირაო დააზღვევდა მათგან ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკებს.
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა დაიწყო. ევროპელი ლიდერების თქმით, განსახილველი საკითხი იქნება საქართველოც. ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კი ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებაზე.
ჩამოტვირთე მეტი