ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს საქართველოს მთავრობისადმი უსამართლო დამოკიდებულების მქონე ქვეყნების სიაზე. ანალიტიკოსების თქმით, ეს ინიციატივა ჰგავს რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიას და „რუსული სახელმძღვანელოდანაა“.
თბილისის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ დადგმული ნაძვის ხის ანთებაზე ეპატიჟება და "ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებასა" და "სრულად უსაფრთხო გარემოს" ჰპირდება.
13 დეკემბერს გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკა საქართველოში, ვინაიდან მთავრობა ცდილობს ჩაახშოს სპონტანური, სახალხო პროტესტი ქვეყანაში.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს. მიმართვის ვიდეოს და პრეზიდენტის განცხადების ქართულ თარგმანს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ღობეებზე, ხეებზე, ვიტრინებსა და შენობის ფასადებზე პლაკატების გაკვრისთვის მოქალაქეებს 1000 ლარით დააჯარიმებენ. ამით ჯარიმები 50 ლარიდან 20-ჯერ გაიზარდა.
ჩამოტვირთე მეტი