გამომცემლობა „ინტელექტმა“ წელს სოსო მეშველიანის ახალი წიგნი - „ქუნარეშ“ - გამოსცა. ეს მისი მესამე კრებულია, მაგრამ, წინა ორისგან განსხვავებით, ამჯერად - პროზაული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია სოსო ინტენსიურად, მრავალფეროვნად მუშაობს პოეზიაში და 2014 წელს გამოცემული „მიჟლაჰარის“ შემდეგ, სავარაუდოდ, ახალი პოეტური კრებულისთვისაც ექნებოდა უკვე დაგროვილი მასალა, მან მაინც გადაწყვიტა ამ ჯერზე სხვა ამპლუაში წარმდგარიყო მკითხველის წინაშე.