მოზარდობის ასაკში ერთი ლურჯი წიგნი მიყვარდა, ხშირად ვუბრუნდებოდი: ივო ანდრიჩის „დრინის ხიდი“.
30 წლის ასაკში გარდაცვლილი კარლო კაჭარავას დაუჯერებლად ვრცელი და მრავალსახოვანი არქივი უკვე 20 წელზე მეტია, რაც წესრიგდება და თანდათანობით ქვეყნდება სხვადასხვა ფორმით - პუბლიკაციებად ჟურნალ-გაზეთებში, კატალოგებად, წიგნებად...
ცივი გონება თუ ცხელი გული? ხანდახან იოლადაა განსაზღვრული, რომელი ერთი. მაგრამ ზოგჯერ იბნევი. მით უმეტეს, როცა დიდოსტატი ცივ გონებას და ცხელ გულს ერთმანეთში ურევს.
გამომცემლობა „აგორამ“ 2015 წელს მიშელ ფუკოს ტექსტი „ეს არ არის ჩიბუხი“ წიგნად დასტამბა. იგი ფრანგულიდან თარგმნა ნატალია მთივლიშვილმა.
ზაზა თვარაძემ სიცოცხლეში მხოლოდ ოთხი წიგნი გამოსცა, მაგრამ მას ძალიან დიდი არქივი დარჩა. ამ არქივს შესანიშნავად და ბოლომდე უპატრონა მისმა მეუღლემ, მანანა ჯიქიამ - გაარედაქტირა, მოაწესრიგა და მწერლის გარდაცვალებიდან ათი წლის განმავლობაში მისი შვიდი წიგნი გამოსცა.
ეს ბრწყინვალე ჩეხი მწერალი სამი წლის წინ გაიცნო ქართველმა მკითხველმა რომანით „ვემსახურები ინგლისის მეფეს“. შარშან მისი მეორე რომანიც გამოვიდა, „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“.
რუსუდან რუხაძემ სულ რამდენიმე წელია, რაც მხატვრული პროზის წერა დაიწყო, დიდი ხნის ჟურნალისტური გამოცდილების შემდეგ. ჟურნალისტი მის მოთხრობებში, პრინციპში, არ ჩანს, თუმცა ჩანს წერის დიდი გამოცდილება, სიტყვასთან დიდი ხნის ურთიერთობა.
„თავისუფალი, გნებავთ ასოციაციური თხრობის შედეგი და ხიბლი - იწყებ მექსიკელი მწერლით და ამთავრებ კაჭრეთის ბაზრობით“ - პოსტსკრიპტუმად აქვს მიწერილი ზაალ სამადაშვილს თავისი ერთ-ერთი ჩანაწერისთვის, რომელიც შესულია გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ შარშან დაბეჭდილ მის წიგნში „კალამს მიდევნებით დაწერილი“.
ოთარ ჯირკვალიშვილის მოთხრობების კრებულმა ,,ლაზარემ" შარშან ,,საბას" ახალ ნომინაციაში, ,,ელექტრონული წიგნები", გაიმარჯვა, წელს კი იგი ბეჭდური სახით გამოსცა გამომცემლობა ,,პალიტრა L"-მა. ,,ლაზარე" ჯირკვალიშვილის მეორე მოთხრობების კრებულია.
იმ პარალელურ სივრცეებს, რომელთაც ცოტნე ცხვედიანი ქმნის: ერთი დედალოსის და იკაროსის მითის გადამუშავებული ვერსიაა. გიორგი მაისურაძემ თავის გამოხმაურებაში მას მთავარი მნიშვნელობა მიანიჭა და რომანის სტრუქტურა მისით ახსნა.
გამომცემლობა „არეტემ“ სერიაში „აუცილებლად საკითხავი“ შარშან გამოსცა ედგარ ლორენს დოქტოროუს რომანი „რეგტაიმი“. წიგნი ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუხიშვილმა.
ტარიელ ჭანტურიას ბოლო პოეტური კრებული „სიყვარულის შავი ყუთი“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა.
გამომცემლობა "ინტელექტმა" შარშან დაბეჭდა ვახტანგ ჯავახაძის ლექსების ახალი კრებული - "ელეგია და სხვა".
ნუგზარ ზაზანაშვილმა "მექანიკური როიალის" ლექსები საინტერესოდ დაალაგა: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ტექსტები პუბლიკაციებად როგორც ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში, ასევე დატოვა, ქრონოლოგიურად.
"საცდელი ნომერიც"კონსპიროლოგიაზეა, თუმცა კი, თუ ადრინდელ რომანებს შევადარებთ, უმბერტო ეკოს ეს აკვიატებული თემა შეთქმულების თეორიაზე მის ბოლო ტექსტში აღარაა ისეთი მასშტაბური, როგორიც ადრე იყო.
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" სულ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა არჩილ ქიქოძის რომანი "სამხრეთული სპილო".
გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში" ცოტა ხნის წინ დაბეჭდა ზურა აბაშიძის სადებიუტო მოთხრობების კრებული "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი". ზურა აბაშიძემ ორიოდე წლის წინ მიიპყრო ყურადღება.
დღეს განსაკუთრებული სიუჟეტი მაქვს, რადგან უნდა ვილაპარაკო იმ თანამედროვე მწერალზე, რომელსაც ცხოვრებაში სტრიქონი არ დაუბეჭდავს და, მეტიც, როგორც ვატყობ, არც არავის აკითხებდა თავის ნაწერებს.
გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ წელს დაბეჭდა ახალგაზრდა პროზაიკოსის, თაკო ფოლადაშვილის, სადებიუტო რომანი „სიკვდილის ახსნა“.
ქართულ თარგმანს რომ უთვალავი თეთრი ლაქა აქვს, ეს ყველასათვის ნათელია და ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს: 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი, როდესაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მწერალი სხვადასხვა ნიშნით ტაბუირებული იყო.
ჩამოტვირთე მეტი