2010 წლის საპრივატიზაციო გეგმის შესრულება ეჭვქვეშ დგება. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის 6 თვეში პრივატიზაციიდან მხოლოდ 36 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდა. პრივატიზაციის გეგმა კი 170 მილიონია და 6 თვეში 134 მილიონის ამოღება უნდა მოხერხდეს.
რუსეთის გადაწყვეტილებამ ხორბლის ექსპორტის დროებით - 15 აგვისტოდან 31 სექტემბრამდე შეწყვეტის შესახებ მსოფლიო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. სექტემბრის ბოლომდე საქართველოში ფქვილის მარაგები არსებობს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე ამინდის გაუარესება უკვე აისახა საკვები პროდუქტის ფასებზე, მათი არნახული გაძვირება და, ზოგიერთ შემთხვევაში, დეფიციტიც გამოიწვია. ფასების მატების ტემპებმა უკვე გაჭენებული ხასიათი მიიღო.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მობილური კავშირგაბმულობის ტარიფების შემცირებას ელის. 1 აგვისტოდან მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი 8 თეთრით განისაზღვრა - მოქმედ ტარიფთან -14,8 თეთრთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლები.
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფა განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა მეორე პაკეტის ფარგლებში.
როგორც ირკვევა, საქართველოში დასვენება ევროპის ცნობილ კურორტებთან შედარებით, დაახლოებით, 3-ჯერ ძვირი ჯდება. ჩამოსული ტურისტები ქვეყანაში საშუალოდ 4,5 დღე რჩებიან და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 1500 დოლარზე მეტს ხარჯავენ.
ინვესტიციების კლების გამო საქართველო კვლავ რეცესიის საფრთხის წინაშე დგას - მიიჩნევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ბანკის შეფასებით, ქვეყანა მთლიანად საერთაშორისო დონორების დახმარებაზეა დამოკიდებული და საინვესტიციო შიმშილს განიცდის.
ქართველ ექსპერტებზე საზღვარგარეთ მოთხოვნა იზრდება. კომპანია „ყაზბეგის“ პრეზიდენტი გოგი თოფაძე ერაყის ქურთისტანის რეგიონში უკვე მეორედ გაემგზავრა. თოფაძე კონსულტაციებს გაუწევს გამაგრილებელი სასმელების წარმოების საკითხებში.
"საქსტატმა" წლის პირველი 6 თვის შედეგები გამოაქვეყნა. 2010 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პილიტიკა კვლავ გაამკაცრა და მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით - 6,5%-მდე გაზრდის შესახებ. საპროცენტო განაკვეთის პირველადი ზრდა ერთი თვის წინ მოხდა.
ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის მფლობელი რას-ალ ხაიმას საემიროს საინვესტიციო ფონდი (Ras Al Khaimah Investment Authority - RAKIA) 2011 წელს ფოთის პორტის აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე პირველად განთავსებას (IPO) გეგმავს.
„საქართველოს რკინიგზის“ ევრობონდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განათავსა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მთავრობის განცხადება, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ გავრცელდა.
ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 10 კლუბიდან მხოლოდ 4-ია კერძო საკუთრებაში, თუმცა, ამჟამად, მოლაპარაკებები დანარჩენების პრივატიზებაზეც მიმდინარეობს. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლუბები ბიზნეს-სექტორის განკარგულებაში მალე გადავლენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს 75 მლნ დოლარის მოცულობის მორიგი ტრანში დაუმტკიცა, თუმცა ამავდროულად მთავრობას და ეროვნულ ბანკს რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე მიუთითა.
გაზსადენებისა და მათთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებების ჭრილში, რუსულის გარდა, სულ უფრო აქტიურად იწყება საუბარი ყაზახური ინტერესის შესახებ. კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავს.
დღეს და ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონში მორიგ Road Show -ს გამართავს და ინვესტორების „საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციებით დაინტერესებას შეეცდება. შეხვედრა საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის მიერ არის ორგანიზებული.
მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის - ასეთია განმარტება, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკეთებს.
დღეიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და რუსული ავიაკომპანია "სიბირი" თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერულ რეისების შესრულებას იწყებენ. საქართველოს ავიაბაზარზე პოლონური ავიაკომპანია "ლოტ პოლიშ ეარლაინსი" და "ყატარის ავიახაზებიც" შემოდიან.
მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ სტრუქტურასა და შემადგენლობასთან ერთად პირველი მოსმენით ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტიც უნდა განიხილოს, კოდექსის საბოლოო ვერსია კი ივლისის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.
მსხვილ საინვესტიციო ფორუმებზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იწონებდნენ თავს თბილისში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სახელით დაწყებული სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებისა თუ მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობებით.
ჩამოტვირთე მეტი