უცხოეთშიც და საქართველოშიც მსხვილ საინვესტიციო ფორუმებზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იწონებდნენ თავს თბილისში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სახელით დაწყებული სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებისა თუ მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობებით, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო 2006-2007 წლებში. თუმცა ამ მშენებლობათა უმეტესობა დღეს ისევ გაჩერებულია. არადა, პრეზიდენტმა ზოგიერთი მათგანი უკვე გახსნა და ამუშავების ვადებიც დაუდგინა.
უნივერმაღ „თბილისის“ ადგილზე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის „თბილისი-პლაზას“ მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. მშენებლობა და რეკონსტრუქცია ქართულ-ბრიტანულმა საინვესტიციო კომპანია „ვილბრუკმა“ უნდა განახორციელოს, სადაც დღემდე აცხადებენ, რომ „თბილისი- პლაზას“ პროექტის კონცეფციის შემუშავება მიმდინარეობს. არადა, „თბილისი-პლაზა“ უკვე ამუშავებული უნდა ყოფილიყო. საერთოდ, როდის დაიწყება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კომპანიაში ისიც არ იციან. ამასთან, კომპლექსის ღირებულება 120-დან 40-50 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
გაჩერებულია უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის - „ნიბა დელისის“ - მშენებლობაც. არადა, 2012 წლისთვის კომპანიამ 166-მეტრიანი მინის კოშკის მშენებლობა უკვე უნდა დაასრულოს, სადაც სასტუმრო „ჰილტონი“ განთავსდება. მზადდება ახალი პროექტი, მშენებლობა კი, როგორც ქართველი პარტნიორები იმედოვნებენ, სექტემბრიდან განახლდება. პროექტის საერთო ღირებულება 70 მილიონი დოლარია.
გაუგებარია, როდის მოხდება „კემპინსკის“ სასტუმროს აშენებაც. „იმელის“ შენობის ადგილას 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „კემპინსკის“ მშენებლობა ბრიტანულ-შვეიცარიულმა კომპანიამ „კაპიტალ ვოსტოკმა“ დაიწყო, თუმცა შემდეგ ქონება არაბულმა „დაბი ჯგუფმა“ გამოისყიდა. „დაბი ჯგუფმა“ პროექტში 160 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, თუმცა ჯერ ყველაფერი გაურკვეველია.
ამ დრომდე არ დაწყებულა „ჰაიათის“ თბილისური სასტუმროს მშენებლობაც. სასტუმროს მშენებელ კომპანია „ლოიალ ისთეითს“ პროექტის დაფინანსების პრობლემა „ოპიკის“ შემდეგ ევრობანკთან შეექმნა. ევრობანკმა „ლოიალ ისთეითს“ პროექტის ბიუჯეტის შემცირება და 35%-იანი დაფინანსება შესთავაზა.
„ჰაიათის“ მშენებლობის დასრულება წელს იგეგმებოდა. ამ დროისათვის კი მხოლოდ მიწის სამუშაოებია ჩატარებული. პროექტის საერთო ღირებულებაც თავდაპირველი 150 მილიონი დოლარიდან 70 მილიონ დოლარამდე შემცირდა.