ბრიუსელის კონფერენციაზე თავმოყრილი 4,5 მილიარდი დოლარის ხარჯვა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და თუ ამ რესურსს ადგილობრივად გენერირებული ფული არ ჩაენაცვლა, ეკონომიკის ჩავარდნა გარდაუვალია.
ახალი საგადასახდო კოდექსის პროექტის თანახმად, რამდენიმე პროდუქტზე საააქციზო გადასახადის დღეს მოქმედი ნორმა იცვლება. პროექტის მიხედვით, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი ტონაზე მანამდე მოქმედი 60 ლარის ნაცვლად, 120 ლარით დაიბეგრება.
ღვედის გამოუყენებლობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა გაორმაგდა. სატრანსპორტო საშუალების მართვა სიმთვრალეში 150-ის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდება, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალი პირისათვის 170 ლარის ნაცვლად - 250 ლარით.
2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება. ცვლილების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია და მას 18 ივნისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. მანამდე კი კანონპროექტს კომიტეტების დონეზე განიხილავენ.
2004 წლიდან ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მსუბუქ ავტომობილებზე აღარ ვრცელდება და ეს იმ ფონზე, როდესაც, 2 500-მდე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 460 ადამიანი გარდაიცვალა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, 2009 წელს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის შემოსავლებმა 811 მილიონი ლარი შეადგინა 2008 წლის 885 მილიონის საპირისპიროდ.
წინასწარი გეგმით, კოდექსით, რომელიც ძალაში 2011 წლის 1 იანვარს შევა, ის კომპანიები, რომელთა წლიური შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება, მიკრობიზნესის სფეროს განეკუთვნებიან და გადასახადებს არ გადაიხდიან.
ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ამ მიმართულებით საკუთარ პოზიციებს კიდევ უფრო აუარესებს. პროცესი, რომლის მორიგი ეტაპიც წლის დასაწყისიდან მცოცავი ტემპით დაიწყო, ამჟამად მორიგი რამდენიმეწლიანი მინიმუმის ფიქსირებით დაგვირგვინდა.
საგადასახადო კოდექსი 98%-ით შეიცვლება. ამის შესახებ, თავად ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ბაინდურაშვილის განმარტებით, ეს არის რეალურად ახალი კოდექსი, რადგან ასეთი ცვლილებების შემდეგ ძველი კოდექსის ძალაში დატოვებას აზრი აღარ აქვს.
კვლავ გააქტიურდა საუბარი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად მათთვის ფიქსირებული გადასახადების დაწესების შესაძლებლობაზე. დღეს ამ იდეის მხარდამჭერ და საწინააღმდეგო არგუმენტებს მოვისმენთ. სადისკუსიო მაგიდის სტუმრები “საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის” დირექტორი თამაზ ვაშაკიძე და მოძრაობა “სოლიდარობის” ხელმძღვანელი კახა კოხრეიძე არიან. დისკუსიას რევაზ საყევარიშვილი უძღვება.
საქართველოს პარლამენტი 2009 წლის ბიუჯეტის შესწორებებს და 2010 წლის ბიუჯეტის პროექტს ერთდროულად განიხილავს. ემუქრება თუ არა წლევანდელ ბიუჯეტს სეკვესტრი და რით იქნება ის გამორჩეული.
ქართველი ექსპერტების პარალელურად, სკეპტიციზმს უცხოელებიც ამჟღავნებენ. ისინი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არსებობს რეცესიაში მეორედ ჩავარდნის რისკი.
WTO საქართველოსგან ადგილობრივი და იმპორტული წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადის გათანაბრებას თხოვს, ანუ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ორგანიზაციის სტანდარტები.
ევროკავშირისა და ეუთოს თხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ კომპანია „იტერა-საქართველოს” შუამდგომლობა დააკმაყოფილა
2009 წელს საქართველოს მთავრობა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან დაცვის ახალი სტრატეგიით შეხვდა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფრთების გაშლა, პოლიტიკოსებისა და სამხედროების შემდეგ,
აგვისტოს მოვლენების შედეგებს საქართველოს ეკონომიკა წლის ბოლოსთვის არანაკლები სიმწვავით იმკის, ვიდრე უშუალოდ ომის დროს.
გასულ კვირაში, ეკონომიკური ცხოვრება საქართველოში
ეროვნული ბანკი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ პირობად მცურავი გაცვლის კურსის რეჟიმის არსებობას ასახელებს.
დოლარის კურსის გამყარების საბაბით გაზრდილი ფასები ძველ ნიშნულს 2-3 კვირაში დაუბრუნდება.
ჩამოტვირთე მეტი