ბრიუსელის კონფერენციაზე თავმოყრილი 4,5 მილიარდი დოლარის ხარჯვა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და თუ ამ რესურსს ადგილობრივად გენერირებული ფული არ ჩაენაცვლა, ეკონომიკის ჩავარდნა გარდაუვალია. თუმცა დონორების თანხების ათვისებაშიც სერიოზული პრობლემები იკვეთება.
საქართველოს მთავრობამ ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე განსაზღვრული სახსრებიდან უფრო მეტი კრედიტი აიღო, ვიდრე გრანტი. მეტიც, საქართველოს გრანტების ნაწილში 50%-ზე მეტი გარღვევა აქვს.
წელს ქვეყანა 463 მლნ ლარის გრანტს ელის, 2009 წელს 450 მლნ ლარი მიიღო, 2008 წელს _ 617 მლნ ლარი. ანუ სამი წლის განმავლობაში დაიგეგმა 1 მლრდ 530 მლნ ლარის მიღება. როგორც ცნობილია, დონორთა კონფერენციაზე საქართველოსთვის 2 მლრდ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფა შეთანხმდა. ეს ნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დაპირებული გრანტების 50%-ზე ნაკლებს მიიღებს.
გრანტების შემცირებას ორი რეალური მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ დონორ ქვეყნებს და ორგანიზაციებს თავად აქვთ ფინანსური პრობლემები, მეორე კი ის, რომ ხელისუფლება შეთანხმებულ ვალდებულებებს ბოლომდე არ ასრულებს _ დონორების მიერ გადმორიცხული თანხები მიზნობრივად არ იხარჯება და ამან შეიძლება თანხების გადმორიცხვასთან დაკავშირებით პრობლემები შექმნას. ექსპერტების განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორმა ქვეყნებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საქართველოს მთავრობის მიერ კონკრეტული პროექტების საჭიროების დასაბუთებას, რათა დონორების მიერ გამოყოფილი თანხებით ეფექტის მომცემი პროექტები დაფინანსდეს. მანამდე კი ფაქტია, რომ დაპირებული საჩუქრიდან საქართველომ მაქსიმალური შედეგი ვერ ნახა _ ქვეყანა მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის გრანტების ათვისებას ვერ ახერხებს.
სამაგიეროდ, იზრდება ვალების მოცულობა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია საგარეო ვალდებულებების მატება 1 მლრდ 214 მლნ ლარით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მეოთხედს კი სწორედ საგარეო ვალით უზრუნველყოფილი რესურსი წარმოადგენს.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საგარეო ვალების მოცულობა ბოლო 3 წლის განმავლობაში მკვეთრად იზრდება და, სავარაუდოდ, ამ მხრივ გამონაკლისი არც 2011-2012 წლები იქნება.