ამ ოპტიმისტური პროგნოზის ავტორი საქართველოს ეროვნული ბანკია, სადაც მიიჩნევენ, რომ ფასების ზრდის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეროვნული ბანკის წარმომადგენლების პოზიციით, დოლარის კურსის აწევის შემდეგ ზოგიერთი მომსახურებისა და პროდუქტის - ძირითადად, იმპორტირებულის - გაძვირებას სპეკულაციური საფუძველი აქვს და ამას რამდენიმე კვირაში ბაზარი თავად დაარეგულირებს.
იმპორტირებული პროდუქტი არ უნდა გაძვირდეს, რადგან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ლარი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ არ შეცვლილა და ზოგიერთის მიმართ (თურქული ლირა, უკრაინული გრივნა ...) გამყარდა კიდეც. ამასთანავე, ეროვნული ბანკის დამაიმედებელი პროგნოზის ძირითადი საფუძველია მსოფლიო ბაზარზე ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე (ენერგომატარებლები, შაქარი, ფქვილი) ფასების შემცირება. თუმცა რეალური ცხოვრება ეროვნული ბანკის პროგნოზს ჯიუტად არ იზიარებს. ფასები კვლავაც იზრდება და მათი შემცირების არანაირი მყარი პირობა ჯერ არსად ჩანს.
ერთადერთი, რაზეც ფასები მართლაც იკლებს და თანაც სწრაფად, ნავთობპროდუქტებია. საქართველოში საწვავი ასე იაფი ბოლო ორი წელია აღარ ყოფილა. აზერბაიჯანული ბენზინის ყიდვა ზოგან უკვე 1 ლარად და 10 თეთრადაც არის შესაძლებელი, ისე კი მისი ფასი 1 ლარი და 15-დან 1 ლარ და 20 თეთრამდე მერყეობს. არც ევროპული საწვავია ბევრად ძვირი. “ვისოლის” ქსელში 1 ლიტრი ბენზინი უკვე 1 ლარი და 30 თეთრი ღირს, “ლუკოილში” _ 1 ლარი და 25 თეთრი.
მოკლედ, ამჟამად 1 ლიტრი ევროპული ბენზინის ფასი საქართველოში 1,25-1,30 ლარის ფარგლებშია.
როგორც მსოფლიო, ასევე შიდა ბაზარზე მიმდინარე რყევებისა და მოსალოდნელი დახმარებების მოცულობის დაუზუსტებლობის გამო ჯერაც ჭირს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების საბოლოოდ დადგენა. როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის ყველაზე მისაღებ ვარიანტს განიხილავს. საგაისო ბიუჯეტის პროექტში 4%-იანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული. ამასთან, ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით, მთელი 1 მილიარდით მცირდება და მისი სოციალური ორიენტირებიც ნაწილობრივ იკარგება.
ეს, პირველ რიგში, ითქმის ჯანდაცვის პროგრამებზე, რომელთა დაფინანსებაც შემცირებულია. ურგენტული, ონკოლოგიური და კარდიო-ქირურგიული პროგრამები მომავალი წლიდან მხოლოდ იმ კატეგორიის ადამიანებისთვის იქნება, ვინც ასაკის გამო ვერ დაეზღვევა. აღნიშნული პროგრამებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან მხოლოდ 3 წლამდე ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ბიუჯეტში, მართალია, სოციალური პაკეტი ჯამურად გაიზარდა, მაგრამ ამ კონკრეტულ პროგრამებზე გამოყოფილი თანხების ოდენობა ზოგან ჯერადად შემცირდა, ზოგან კი სულაც განულდა.
ამ საყოველთაო დეფიციტების პერიოდში საქართველოს ბიუჯეტმა კიდევ 12 მილიონი დოლარი შეიძლება იზარალოს. ამერიკულმა კომპანიამ „იზი ინტერპრაისიზმა" და ქართულმა ბიზნესჯგუფმა, რომელიც „ლაზერი 2 თბილისს", „სონი ცენტრი თბილისს" და „კაფე რუსთაველს" ფლობენ, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ უკვე მიმართეს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივიან. მოსარჩელე, კომპენსაციის სახით, 12 მილიონ 100 ათას დოლარს ითხოვს.
საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მოსარჩელე მხარეს ნახევარი მილიონი დოლარი უჯდება. როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, დარწმუნებულები რომ არ იყვნენ სარჩელის მოგებაში, სასამართლოს არ მიმართავდნენ.
როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, მათ საქართველოში სამართალს ვერ მიაღწიეს, არ ეძლევათ მართლმსაჯულების უფლება და ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღეს. სარჩელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისიის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის საარბიტრაჟო წესების და აშშ-ის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისების და ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმების თანახმად აღიძრა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობას სურს, გამოიყენოს სახელმწიფოს პოლიციური ძალა კერძო მესაკუთრეთათვის ქონების წასართმევად, კანონის უზენაესობის სრული უგულებელყოფით და მხოლოდ ფულადი სარგებლობის მიღების მიზნით. პოლიციელებმა ძალის გამოყენებით გამოასახლეს კომპანიები შენობებიდან, ხოლო ძვირად ღირებული ინვენტარი და აპარატურა გაანადგურეს ან მოახდინეს კონფისკაცია.
სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ კომპანიების გამოძევება და კომპანიების სარჩელებზე უმოქმედობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა დარღვევას. საქართველოს ხელისუფლება კომპანიებს ეუბნებოდა, რომ მოლაპარაკება და მორიგება არ შეეძლო, ვიდრე თბილისის სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. იმავდროულად, სთხოვდა თბილისის სასამართლოს, რომ გადაედო სარჩელის განხილვა იმ მიზეზით, რომ ცდილობდა მოსარჩელეებთან მორიგებას.
დროის გაწელვითა და არაკეთილსინდისიერი საქციელით სახელმწიფომ მიაღწია სასურველს. მიუხედავად მოსარჩელეთა მცდელობისა, სარჩელთან დაკავშირებით არანაირი წინსვლა არ არსებობს. სწორედ ამ საკითხებზე შეთანხმების კეთილსინდისიერად მიღწევის თითქმის ერთწლიანი მცდელობის და საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ საქციელით მანიპულირებისა და ბოროტად გამოყენების შემდეგ, მოსარჩელეები იწყებენ ამ არბიტრაჟს.
მოსარჩელე კომპანიები ტრიბუნალისგან ითხოვენ, განაცხადოს, რომ საქართველომ დაარღვია აშშ-საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება და საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობა; ასევე, უბრძანოს მოპასუხეს, აღადგინოს მოსარჩელეებთან იჯარის ხელშეკრულება; მოსარჩელეებს მიანიჭოს კომპენსაციის მიღების უფლება ყველა ზარალის გამო. შეტყობინება ამ სარჩელის შეტანაზე უკვე გაეგზავნათ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებს და საქართველოს ელჩს აშშ-ში.
კიდევ ორ _ თვისებრივად განსხვავებულ - ინვესტორთან საქმის გარკვევა საქართველოს უახლოეს ხანებში მოუწევს. 4 დეკემბერს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი, ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიაა ვალდებული აბონენტს აღრიცხვიანობა მოუწესრიგოს თუ თავად აბონენტი. “ყაზტრანსგაზ-თბილისმა” ზამთრის მოახლოებასთან ერთად მრიცხველების გამოცვლის პროცესი გაააქტიურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მრიცხველები მოსახლეობის საკუთრებაა და მათ გამოცვლაზე თავად აბონენტებმა უნდა იზრუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ, გაზის დატაცების ბრალდებით, 600 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. მომხმარებლები კი, თავის მხრივ, კომპანიის დამოკიდებულებას აპროტესტებენ. მათთვის დღემდე გაურკვეველია, თუკი მრიცხველი აბონენტების საკუთრებაა, რატომ აქვს კომპანიას მასზე გარკვეული უფლებები. ამ დავას 4 დეკემბერს სემეკმა უნდა დაუსვას წერტილი.
არანაკლები შეკითხვა არსებობს “თბილისის წყლის” მფლობელი შვეიცარიული კომპანია “მულტიპლექსის” მიმართ, რომელიც სულ უფრო ხშირად მოიხსენიება რუსულ კომპანიად. თუ, ერთი მხრივ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მულტიპლექსი” აპირებს განაცხადის წარდგენას და წყლის ტარიფის გაზრდას, მეორე მხრივ, არსებობს არანაკლებ აქტიური ხმები, რომ “მულტიპლექსი” სულაც “თბილისის წყლის” გაყიდვას აპირებს. მეორე პოზიციის გააქტიურებას ხელი იმ ფაქტმაც შეუწყო, რომ, წინასწარი გადაწყვეტილების მიუხედავად, “მულტიპლექსმა” აღარ გადაიხადა ფული კახეთის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის შესაძენად, რამაც მისი ფინანსური კრიზისის შესახებ მითქმა-მოთქმა გააძლიერა.
მიმდინარე კვირას 27 კომპანიას, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის უფლება მიეცა. ამ კომპანიებს შორის არიან: „ვარდნილჰესების კასკადი”, „კოდორიჰესები”, „მშენსერვისი”, „მერკური პლუსი”, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს მილსადენის კომპანია, „ენერგო-პრო ჯორჯია”, „თელასი”, „საქენერგო რემონტი”, „საქრუსენერგო” და სხვები - მათ შორის, „ენგურჰესიც”, რომლის გარშემოც მიმდინარე კვირას ლამის ახალი სკანდალი აგორდა. აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, მისი პრივატიზება საქართველომ აზერბაიჯანის მთავრობას შესთავაზა. მართალია, მსგავსი შეთავაზების არსებობა საქართველოს მთავრობამ კატეგორიულად უარყო, მაგრამ მხარეების მხრიდან უკვე ამ საკითხზე ბრალდებათა მორიგი გაცვლა-გამოცვლა მაინც მოესწრო.