„საქართველოს რკინიგზის“ ევრობონდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განათავსა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მთავრობის განცხადება, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ გავრცელდა. ბირჟაზე 250 მილიონი დოლარის ფასიანი ქაღალდები Bank of America–ს, Merril Lynch-ის და JP Morgan-ის მეშვეობით განთავსდა. მათი ნომინალური ღირებულება ათასი და ასი ათასი დოლარია, ხოლო განაკვეთმა 9,875% შეადგინა, გადახდა კი ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება.
მთავრობის მტკიცებით, რკინიგზის ევრობონდებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია. მოკლედ, სახელმწიფოს კუთვნილი ”საქართველოს რკინიგზის” ევროობლიგაციები ისეთსავე გასაიდუმლოებულ ვითარებაში განთავსდა ლონდონის ბირჟაზე, როგორც ორი წლის წინ საქართველოს სუვერენული სახელმწიფო ევროობლიგაციები. 500 მილიონი ევროს ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2008 წლის აპრილში განთავსდა 5 წლის ვადით და 7,5%-იანი წლიური განაკვეთით. მაშინ შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მ საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციების შეძენის 100-მდე მსურველი ინვესტორი აღნუსხა. გავრცელებული ინფორმაციით, ემიტირებული ევროობლიგაციების ნახევარი გაერთიანებულ სამეფოში წავიდა, ხოლო 13% - ოფშორულ ამერიკულ ანგარიშებზე.
აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება კომენტარს არც მაშინ აკეთებდა. მანამდე კი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს იმჟამინდელი პრემიერი ლადო გურგენიძე ლონდონში, ამსტერდამში, ფრანკფურტში, მიუნხენში, ვენასა და დუბაიში საქართველოს სახელმწიფო ევროობლიგაციების გამოშვების თემაზე პოტენციურ ინვესტორებს ხვდებოდა და მათ მოსაზიდად "როუდ შოუებს" მართავდა.
"საქართველოს რკინიგზის" ფასიანი ქაღალდების განთავსებასაც წინ უსწრებდა "როუდ შოუები", რომლებიც ამჟამინდელმა პრემიერმა ნიკა გილაურმა დიდ საფინანსო ცენტრებში - შვეიცარიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში გამართა.
წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზა" მოზიდულ თანხას თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის და მოდერნიზაციის პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენებს.