ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
პროკურატურამ “ომეგა ჯგუფის“ დირექტორების გამოკითხვა მოსამართლესთან ერთად დაიწყო. „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიების პროცესში „ომეგა ჯგუფში" შემავალი სამივე კომპანიის დირექტორმა გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით თავად მოითხოვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, ბიზნესჯგუფებთან ერთად, კორუფციულ გარიგებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივ დავას იწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის, წინააღმდეგ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის. იმის გამო, რომ მკურნალობის კურსი არაეფექტურია, ადვოკატები, ერთი მხრივ, არ გამორიცხავენ, რომ დიაგნოზი არასწორად დაისვა, მეორე მხრივ კი, ვარაუდობენ, რომ იგი, შესაძლოა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოწამლეს.
არჩილ ჩოფიკაშვილმა ისაუბრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, თბილისიდან გაუჩინარებული აფგან მუხთარლის საქმეზე. კერძოდ, ამ დღეებში აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების სარჩელი ქვედა ინსტანციის სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ.
თამარ მოსიაშვილმა ისაუბრა განათლების სფეროს რეფორმირების ისეთ აუცილებელ პირობაზე, როგორიცაა საგანმანათლებლო დაწესებულებების რეალური ავტონომია.
19 სექტემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე.
19 სექტემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე. მან ისაუბრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის იმ დადგენილების უკანონობაზე, რომელიც ხორბლის საავტომობილო საშუალებებით გადამზიდავების პროტესტის მიზეზი გახდა.
ნინია კაკაბაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია იაკობაშვილმა მოტყუებით მოიპოვა და გაანადგურა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გაფართოებული სხდომის ის ჩანაწერი.
ნინო რიჟამაძემ ჩამოთვალა წინასაარჩევნო გამოწვევები მედიაპლურალიზმის მიმართულებით.
30 წლის ხანუმ ჯეირანოვას სავარაუდო თვითმკვლელობიდან ზუსტად 4 წელი გავიდა, თუმცა საქმე ჯერაც გამოუძიებელია.
ხანუმ ჯეირანოვას სიკვდილის გამო არავინ დასჯილა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, ზოგადი განათლების დაფინანსების ზრდა არ აისახება განათლების ხარისხზე, სასკოლო განათლების კრიტიკულად დაბალ დონეს კი, უპირველესად, ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს.
ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.
ოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შერჩეულ DMT Group-ს შახტების უსაფრთხოების სფეროში ექსპერტული საქმიანობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ კომპანიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, ამუშავდება თუ არა ტყიბულის შახტები.
ტყიბულის შახტებში სრულყოფილი შრომითი უსაფრთხოების პირობების დანერგვის შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანია DMT Group-ი შეისწავლის. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სასამართლოს ძალით შეეცდება.
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვისთვის ვირუსის გენეტიკური ტიპის კვლევის ღირებულებას სახელმწიფო დააფინანსებს.
ჩამოტვირთე მეტი