ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
საქართველოში წარმოებული ცემენტის მხოლოდ 43 პროცენტი აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს - ასეთი შედეგი აჩვენა საქართველოს ცემენტის ასოციაციის მეოთხე ფარულმა ტესტირებამ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პარტნიორებთან ერთად C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის მეორე ეტაპს იწყებს.
თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. კაპიტალური ტრანსფერი დედაქალაქის ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტის რეგიონული განვითარების ფონდიდან მიემართება.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების დეტალებს 5-9 აგვისტოს სტრასბურგში გაეცნობიან.
ტრანსგენდერი ქალის, ამანდას ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც ამანდას უფლებების დაცველმა, ადვოკატმა ციალა რატიანმა გვითხრა, ამ ეტაპზე დაზარალებული მხარე გამოძიების პროცესით უკმაყოფილო არ არის.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ამოქმედდება საქართველოს ახალი კონსტიტუცია და, შესაბამისად, მისი ის ნაწილი, რომელიც პროკურატურის სისტემას შეეხება.
რა იყო ბოლო წვეთი? დავით ჭიჭინაძის რომელმა განცხადებამ უბიძგა „ქართული ოცნების“ სამდივნოს მისი პარტიიდან გარიცხვა?
თქვენი აზრით, რა იყო ბოლო წვეთი? თქვენმა რომელმა განცხადებამ უბიძგა „ქართული ოცნების“ სამდივნოს თქვენი პარტიიდან გარიცხვა?
არის თუ არა ტყვიით ინტოქსიკაცია რეალურად მძიმე პრობლემა საქართველოში, როგორია მისი მასშტაბები და გავრცელების არეალი?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით 2018 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში 190 ქვეყანას შორის 70-ე ადგილს იკავებს. 2016 წელთან შედარებით, ტექნიკურად ქვეყანამ რეიტინგი საგრძნობლად გაიუმჯობესა.
“კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“ - კვლევაში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წარადგინა, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა პირველი რიგის პრობლემადაა დასახელებული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 3 ივლისს არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დომინანტურ მდგომარეობაში ამყოფებდა და, შესაბამისად, დისკრიმინაციული იყო სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ.
1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე, მეორე ეტაპზე პროცესის მონიტორინგში ერთვება არასამთავრობო სექტორიც.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისს ეწურებოდა, 6 თვით გაგრძელდა.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკითხზე მსჯელობას პარლამენტი 2 ივლისიდან შეუდგება
სიაში შეყვანილი 33 კაციდან მინიმუმ სამი ადამიანი - ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, რაულ კორტავა და ოთარ ტურანბა - გარდაცვლილია.
მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მთავრობის სხდომა პირველად 26 ივნისს ჩაატარა და პირველი საკითხი, რომელზეც ახალ ამპლუაში მას ოფიციალურად მოუხდა განმარტებების გაკეთება, მცირე მთავრობის სტრუქტურა იყო.
“ყრილობის“ ოფიციალური ნაწილი არაოფიციალურ გარემოში მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდა.
სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 23 ივნისს გაიმართა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებზე იმსჯელეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე ევროსასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოებს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მთლიანობაში, 14 კითხვით მიმართა. აქედან 8 კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, 6 კითხვაზე კი -აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სახელმწიფოებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უნდა უპასუხონ, რამდენად იყო დაცული ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები.
ჩამოტვირთე მეტი