ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის „100-ზე მეტი დავალება“.
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდას დაუჭირა მხარი. თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან დედაქალაქის ბიუჯეტში მიიმართება და ძირითადად მოხმარდება გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების დაფინანსებას.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ გენერალურ ინსპექციას მიმართა საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას წინააღმდეგ პოლიციის სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე.
შესაძლებელი რომ იყოს ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი - განაცხადა თავის სიტყვაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დღეს პირველი შეხვედრა გამართა.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის მამას და ადვოკატს საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგებზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს. დაზარალებულმა მხარემ დასკვნის იმ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მათი აზრით, არასრულყოფილად იყო შესწავლილი.
არასამთავრობო ორგანიზაციები ემიჯნებიან მთავარი პროკურორის შესარჩევი კონსულტაციების პროცესს და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში 1 ივნისს გვიან ღამითვე დაიწყო გამოძიება, რომლის მიზანია დადგინდნენ პირები, ვინც სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა დამნაშავეთა დაფარვას.
საქმის ექვსთვიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილებას 31 მაისს, 11 საათზე, გამოაცხადებს, 30 მაისს კი სასამართლომ ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოუსმინა.
სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას სეპარატისტულ რეგიონებში სიხარულით შეხვდნენ, საქართველოს მთავრობამ კი ამ ფაქტის გამო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ხელშეწყობით განახორციელა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგი, რომლის შედეგებმაც ხარვეზები რამდენიმე მიმართულებით გამოავლინა.
რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოიფინა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსის კოლექცია, რომელიც მისმა ქალიშვილმა წლების ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცა და რესტავრაციის შემდეგ მათ ფონდში ინახება.
რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოიფინა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსის კოლექცია. გამოფენა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საქართველოში სტუმრებისა და საზეიმო ღონისძიებების მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება. დღეს, 23 მაისს, გამართულ ზეპირ მოსმენაზე კი საქართველოს მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციებით წარდგა. 17 ქვეყნის მოსამართლეებით დაკომპლექტებული დიდი პალატის წინაშე თავისი სიტყვა საქართველოს ინტერესების დამცველმა ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიების აგრესიულ ოკუპაციას განაგრძობს.
ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა კონსულტაციებს გააგრძელებს - ამ ზოგადი შედეგით დასრულდა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
ბექა წიქარიშვილის შეფასებით, 12-13 მაისის საპროტესტო აქციების შემდეგ გასული ერთი კვირის განმავლობაში ბევრი განსხვავებული აზრი და ხედვა გამოიკვეთა, თუმცა გამოჩნდა „ღია ფანჯარაც“.
რას ამბობს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი აქციების გაგრძელების და შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეხვედრის შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტის წინაშე საანგარიშო გამოსვლის, ისევე, როგორც შემდგომ გამართული დებატების დიდი ნაწილი 12 მაისს კლუბებში „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განმარტებებს დაეთმო
ჩამოტვირთე მეტი