ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეონაცისტური ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალი წაუყენეს: მათ გამოძიება ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქტუალური ხდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო ფრონტითა და ერთიანი კანდიდატით გამოსვლის საკითხზე კონსოლიდაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სისტემის რეფორმირების სამოქმედო გეგმა 12 ძირითად მიმართულებაში ასახა. გეგმა მოიცავს როგორც ზოგადი და პროფესიული განათლების, ისე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელი რეფორმების ჩამონათვალს. სამოქმედო გეგმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, განათლების ყველა დონეზე ხარისხის ამაღლებას ემსახურება, თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გეგმის რეალიზების მექანიზმი არ ჩანს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 52 522 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 7 879 000 ლარი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვისაა გათვალისწინებული.
ამ დროისათვის პროკურატურის სისტემაში უკვე სერტიფიცირებულია 101 ადამიანი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსულ მედიაჰოლდინგს, „ნტვ-პლუსს“, ავტორიზაცია საკუთარი თხოვნის საფუძველზე შეუჩერა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სარბიელს უბრუნდება პარტიისთვის რთულ დროს, “ქართული ოცნების“ რიგებში არსებული ურთიერთდაპირისპირებების გამჟღავნების ეტაპზე.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელმაც მმართველი „ქართული ოცნების“ შიგნით არსებული დაპირისპირების საკითხზე უნდა იმსჯელოს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის, მე-17 კონსოლიდირებულმა ანგარიშმა 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით პერიოდი მოიცვა.
ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებაში საერთაშორისო მექანიზმების ჩართვა გარდაუვალი შეიქნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შინაგანი ორგანოების გარეშე გადასცა.
რუსული პროპაგანდის გავრცელებას სახელმწიფო უფრო ქმედითად უნდა დაუპირისპირდეს და ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება, - ამბობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე.
საქართველოს ტელე-მედიაბაზარზე „გაზპრომ-მედიას“ შვილობილი კომპანია, თანამგზავრული ტელევიზია „ნტვ პლუსი“, „ნტვ პლუს ჯორჯიას“ სახელწოდებით, მაუწყებლობას იწყებს. „გაზპრომ- მედიის“ მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის თანახმად, „ნტვ პლუსი“ პირველი რუსული ციფრულ-თანამგზავრული ტელეოპერატორია, რომელიც რუსეთის საზღვრებს გარეთ მაუწყებლობას საკუთარი ბრენდით განახორციელებს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჯერ არ დასრულებულა ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაზე მუშაობა. მიუხედავად იმისა,რომ არჩილ ტატუნაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა 20-21 მარტს ჩატარდა და მას შემდეგ თითქმის სამი კვირა გავიდა, ექსპერტიზის შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
6 აპრილი საქართველოში გლოვის დღეა. ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.
საფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს
ზვიად დევდარიანი სექსუალური შევიწროების ბრალდებით მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სამართლებრივ ბრძოლას იწყებს და დაახლოებით ერთ კვირაში სამოქალაქო სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
სახალხო დამცველის 347-გვერდიანი ანგარიში განახლებული ფორმატითაა წარმოდგენილი და, წინა წლებთან შედარებით, მისი მოცულობა შემცირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს მომავალში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომლებშიც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.
ჩამოტვირთე მეტი