ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კიდევ ერთი უშედეგოდ დასრულებული რაუნდის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა.
არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის მოსპობა და ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში ქართული მხარის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ საკითხებს შორისაა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს, უკვე ჟენევაში იმყოფება.
საქართველოს პარლამენტმა 21 მარტს დაამტკიცა რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ.
37 ათასზე მეტი ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივაში, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის დასახელებას გულისხმობს, საპარლამენტო უმრავლესობამ, შესაძლოა, პრინციპები შეცვალოს.
გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებდა თანამშრომლობის ყველა არსებულ ფორმატს, წარმოქმნიდა ახალ ფორმატებს და უზრუნველყოფდა როგორც საქართველოს გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე რეგიონში აშშ-ის ინტერესების დაცვას.
ფსიქიკური ჯანდაცვის პროფესიული თემი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს თხოვნით, დარგის სპეციალისტები აქტიურად ჩართონ მიმდინარე პროცესებში - მათ შორის ფსიქიატრიული დაწესებულებების აშენებისა და ამ დაწესებულებებში სერვისების განვითარების მონიტორინგის მიზნით.
14 მარტს, „მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს“, თბილისში გაიმართა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
სპეციალურმა კომისიამ 13 მარტს ღია ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 14 კანდიდატს მოუსმინა. სამეურვეო საბჭოში 4 ვაკანტური თანამდებობაა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, რომლებმაც სასამართლოს სამივე ინსტანციის გავლის შემდეგ შეძლეს სამსახურებრივი პოზიციების აღდგენა, სამართლებრივ დავას ამჯერად პროკურატურაში აგრძელებენ.
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ერთობლივ რეზოლუციაში სანქციების საკითხი სხვა სახელმწიფო უწყებებთანაც შესათანხმებელია, ოპოზიცია კი, თავის მხრივ, შიშობს, რომ სანქციების ნაწილის გარეშე რეზოლუცია ფარატინა ქაღალდად იქცევა.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანიცაა ხელი შეეწყოს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას, 37 455 ამომრჩევლის ხელმოწერითაა გამყარებული.
საქართველო დაცული ქვეყანაა და არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი პირობა, ამიტომ თავშესაფრის მთხოვნელები დაბრუნებულნი იქნებიან სამშობლოში, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რვა თვე დარჩა და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნელ-ნელა აქტუალობას იძენს საკითხი - მმართველი ძალის კანდიდატთან თანაბარი კონკურენციის რა შანსები აქვთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე რეზოლუციის პროექტს საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირაში უყრის კენჭს. პარლამენტის საორგანიზაციო კომიტეტში 1 მარტს რეზოლუციის ორი პროექტი შევიდა. მათგან ერთი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, მეორე კი „ევროპულმა საქართველომ“.
სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ 27 თებერვალს მომხდარი ხანძრის მიზეზებისა და შედეგების შესწავლის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოზიციაზე ლევან თევზაძე აირჩია. ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, მოსამართლეობის 50 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით უვადო გამწესებაზე უარი მხოლოდ 6 მოსამართლეს ეთქვა.
„რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსი“, 20-მდე რეგიონალური ტელევიზიის სახელით, მიმართავს საქართველოს მთავრობას მედიის განვითარების სტრატეგიის გადასახედად ფართო სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
ჩამოტვირთე მეტი