21 სექტემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის თავმჯდომარე, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. მან ისაუბრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, თბილისიდან გაუჩინარებული აფგან მუხთარლის საქმეზე. კერძოდ, ამ დღეებში აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების სარჩელი ქვედა ინსტანციის სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ და აფგან მუხთარლი კვლავ პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, არჩილ ჩოფიკაშვილი აფასებს აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჟურნალისტის გაუჩინარების საქმის გამოძიების მდგომარეობას და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ე.წ. კომუნიკაციის ეტაპის სამუშაოებს.