ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭო დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა. სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის განიხილეს საბჭოს დებულება.
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დაიკავა.
რადიო თავისუფლებამ მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ ინტერვიუს ჩაწერა დეპუტატობის ორივე კანდიდატს შესთავაზა და თანხმობაც მიიღო, თუმცა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვერ გამონახა დრო ჩვენთან სალაპარაკოდ.
9 ივნისს თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაძაბულობისა და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 24 მაისს, კენჭისყრის შედეგებით სრულად ვერ შეავსო მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობები.
ზესტაფონის ახლადარჩეული მერი გიორგი გოგლიჩიძე მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრების დახმარებით ახერხებს შესვლას.
ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში? ეს ამჯერად უკვე 13 ივნისამდე გახდება ცნობილი. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტური პირველიდან 25 დღეში უნდა გაიმართოს.
18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა. წელს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს გაიხსნა კოტე და სოსო წერეთლების რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი. მუზეუმი 18 მაისიდან ღიაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია როგორც კოტე წერეთლის სამეცნიერო მემკვიდრეობით, მხატვრობით, ისე მე-20 საუკუნის 80-იანი წლების საქართველოთი.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა ბოკუჩავას სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო ბოდიშს უხდის.
ანგარიშმა სახალხო დამცველის თანახმად აჩვენა, რომ ალტერნატიული ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა უფლებების მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ჯერ არ მოჰყოლია ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები
„ხელშეკრულების დადებამდე, სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს ბანერები 17 მაისს უკავშირდებოდა და მისი შინაარსი თანასწორობის მესიჯების შემცველი იქნებოდა, რომ აქციის გამართვის ნაცვლად ამ გზით გვსურდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია.“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორისტული აქტის მომზადებაში დადანაშაულებიდან 3 დღე გავიდა.
„დაიწყო „რუსთავი 2“-ზე შეტევის ახალი ფაზა და ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი“, - აღნიშნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 6 მაისს საგანგებო პრესკონფერენციაზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა დაიწყო მოკვლევა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის ფარული ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტზე.
„მე და ჩემი ოჯახი იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ დღეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა მამა გიორგი“, - წერდა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე 25 აპრილს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურის განმსაზღვრელი კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები
მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ამოიღო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 17 აპრილს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისის ავლაბრის სასახლეში, პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში უმასპინძლა.
ჩამოტვირთე მეტი