თავისუფალ ტურისტულ ზონებში შეუსრულებელი ვალდებულებების შესასრულებლად ინვესტორებს დამატებით ვადებს მისცემენ.
დღეს საკმაოდ აქტიურად მსჯელობენ იმაზე, აისახა თუ არა ლარის კურსის ვარდნა საქონლის ფასებზე და მოჰყვება თუ არა ამას ინფლაციური პროცესები. ლარის კურსის ვარდნა 18 ნოემბრისთვის დაიწყო და მას შემდეგ დღემდე გრძელდება.
მსოფლიო ბანკმა საქართველოში საყოველთაო კეთილდღეობის ხელშემწყობი, ძლიერი სოციალური დაცვის სისტემის შექმნის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ცნობილია, რომ არსებული ხელისუფლების უმთავრესი დეკლარირებული ეკონომიკური პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება გახლავთ.
2014 წლის ნოემბრის ბოლოსთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეროვნული ვალუტა დაახლოებით 9 პროცენტით გაუფასურდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო.
საგარეო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაში.
2014 წელი ინვესტიციების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით აღინიშნა. ამ სიტუაციაში, ცხადია, ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი როლი სახელმწიფოს დაეკისრა, რომელიც, სახელმწიფო შესყიდვების სახით, ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს.
სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პრიორიტეტულ დარგებს შორისაა, თუმცა ხშირად, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე საუბრობენ, პირველ რიგში, ღვინოსა და, ახლა უკვე, თხილის წარმოებასაც გულისხმობენ.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ ტენდენციებსა და პროგნოზებზე პრეზენტაცია გამართა. უმთავრესი რეკომენდაცია, გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მასთან დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკის შენელების ფონზე, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარებაა.
კორუფციის აღქმისა თუ კორუფციული რისკების მაჩვენებელი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა თუ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. სწორედ ამიტომ საინტერესოა Trace International-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც 197 ქვეყანას მოიცავს და რომლის მიხედვითაც, საქართველო მე-11 პოზიციას იკავებს.
გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტი საქართველოს საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმდინარე პროექტია.
საქართველოში საწვავზე ფასები კიდევ 2-4 თეთრით შემცირდა. ეს, ზაფხულიდან მოყოლებული, კლების მეოთხე შემთხვევაა. სულ, აგვისტოდან მოყოლებული, რეგულარის ტიპის საწვავზე საქართველოში ფასები 5-6 პროცენტის ფარგლებში დაეცა.
გადაუხდელი ვალებისა და უკანასკნელ საცხოვრისდაკარგულთა თემა საქართველოში კვლავ აქტუალურია. ბოლო წლებში, მიუხედავად ხელისუფლების დეკლარირებული სურვილისა, ამ პრობლემის დაძლევა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ მოხერხდა.
საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში. ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით მიმოვიხილოთ საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლები.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე ავრცელებს ინფორმაციას. წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
საქართველოს პრემიერმა რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მოხსენებაში ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ე.წ. პრიორიტეტულ სფეროებზე. მისი თქმით, საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, როლის განსამტკიცებლად მთავრობამ დაადგინა პრიორიტეტული სექტორები, რომლებიც განვითარებასა და ინვესტიციებს საჭიროებს.
უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ელექტრონული შესყიდვების სისტემა დაინერგა. ამ ნაბიჯის ანტიკორუფციულ მნიშვნელობაზე უკვე არაერთხელ თქმულა.
მსოფლიო ბანკის 2015 წლის ანგარიშში Doing Business საქართველოს პოზიციამ მერვე ადგილიდან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, რეიტინგის გამოანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლის გამო, შარშანდელი მერვე ადგილი წელს მეთოთხმეტეს გაუტოლდა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა 2014 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები, რომელშიც ძირითადი ტენდენციები საექსპორტო ქვეყნებთან მიმართებაში უცვლელი რჩება.
ჩამოტვირთე მეტი