”საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი შეშფოთებას გამოხატავს 2011 წლის 26 მაისის ღამეს მომიტინგეთა დარბევის დროს ჟურნალისტთა მიმართ გამოვლენილი უკანონობისა და ძალადობის ფაქტების გამო”, - ასე იწყება წერილი, რომელსაც ჟურნალისტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 31 მაისს, საგანგებო შეხვედრაზე მოაწერეს ხელი.