Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაგინეს, ”ბაჯი” ჩამომგლიჯეს და კამერა წამართვეს...”


ნინო დანელია და თამარ კორძაია
ნინო დანელია და თამარ კორძაია
”საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი შეშფოთებას გამოხატავს 2011 წლის 26 მაისის ღამეს მომიტინგეთა დარბევის დროს ჟურნალისტთა მიმართ გამოვლენილი უკანონობისა და ძალადობის ფაქტების გამო”, - ასე იწყება წერილი, რომელსაც ჟურნალისტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 31 მაისს, საგანგებო შეხვედრაზე მოაწერეს ხელი. ამ წერილით ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიმართავენ და მოითხოვენ 26 მაისს, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტების გამოძიებასა და დაზიანებული ან ჩამორთმეული აპარატურის კომპენსაციას. შეხვედრის ინიციატორი იყო კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელშიც 11 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. რა ფაქტებზე საუბრობენ ჟურნალისტები, რას ითვალისწინებს ასეთ დროს საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ნორმები, რა მოლოდინი არსებობს და როგორი იქნება კოალიციის მომავალი ნაბიჯები - ამაზე საუბრობენ რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან კოალიციის წევრები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ კორძაია და მედიაკლუბის წარმომადგენელი ნინო დანელია. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
XS
SM
MD
LG