Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია ”აშტრომი” - პრობლემები და შედეგები საქართველოსთვის


ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტების მენეჯერი (მარცხნივ) და რევაზ საყევარიშვილი, ანალიტიკური ცენტრის ”ეკონომეტრის” დირექტორი
ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტების მენეჯერი (მარცხნივ) და რევაზ საყევარიშვილი, ანალიტიკური ცენტრის ”ეკონომეტრის” დირექტორი
საქართველოში ამერიკის მთავრობის ეგიდით მიმდინარე ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის - ”ათასწლეულის გამოწვევის პროგრამით” დაგეგმილი საქმიანობის დროულად შესრულება კვლავ ეჭვქვეშ დგება. პროექტის მონაწილე ერთ-ერთი კომპანია კი ისევ სკანდალშია გახვეული. ისრაელის კომპანია ”აშტრომის” საქმიანობას, რომელიც სამცხე ჯავახეთში გზების რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილეა, შემოსავლების სამსახური სწავლობს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ”აშტრომს” შესაძლოა საერთოდაც დაატოვებინონ ”ათასწლეულის პროგრამა” . როგორ ხორციელდება საქართველოში უმსხვილესი ამერიკული პროექტი და რა პრობლემები არსებობს ამ თვალსაზრისით, ამის თაობაზე საუბრობენ რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტების მენეჯერი ნინო ევგენიძე და ანალიტიკური ცენტრის ”ეკონომეტრის” დირექტორი რევაზ საყევარიშვილი.
XS
SM
MD
LG