„როგორია პანკისში ახალგაზრდის ცხოვრება: დილით გამოდის, ლოცვა, ცოტა საოჯახო საქმე და მორჩა. მთელი დღე რა უნდა აკეთოს? ტელევიზორს უყუროს, რაც დიდად არც აინტერესებს, ან ინტერნეტში შევიდეს; ან კიდევ ბირჟაზე იჯდეს. ჰოდა, ადვილიც არის მერე მისი რაღაც საქმეში ჩათრევა.“
საქართველოს მედიასივრცე და დამოუკიდებელი მედიის პრობლემები - რა გვასწავლა გამოცდილებამ და რა ვითარებაა დღეს? რა შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია ამჟამად?
ამას წინათ ერთმა კოლეგამ დაწერა ფეისბუკზე, როგორ შევიდა ნაქები ფუნთუშების გასასინჯად ერთი პრესტიჟული სასტუმროს კაფეში; როგორ დახვდა იქ ორი ახალგაზრდა მიმტანი თუ მუშაკი და სალამზე არ უპასუხა; როგორ მისდევდა მათ იმ თავისი „გამარჯობით“, და როგორ გარბოდნენ ისინი...
ორიოდე დღის წინ საქართველო ტრაგიკულმა ამბავმა შეძრა. გუდაურის სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა ვაჟი 12 წლის გოგონას დაეჯახა. ამ ამბავმა საზოგადოება ერთბაშად დააფიქრა ზამთრის სათხილამურო ტრასებზე მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემაზე.
დღეს ტაქსებზე ვილაპარაკებთ... და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას გვახსენდება: „ეგ ქუჩა სად არის?“ „ვერ წავალ შორია!“, ან მრავალი უფრო რბილი ან უფრო „მაგარი“ გამონათქვამი. უფრო იმიტომ, რომ გავარკვიოთ არეგულირებს თუ არა ვინმე ამ სფეროს, იცავს თუ არა, მაგალითად, მძღოლის უფლებებს.
"არ არის კარგი მოქალაქეო" - იტყვიან ხოლმე ვინმეზე. ან არისო... როგორი უნდა იყოს კარგი მოქალაქე? ეს ისწავლება? და თუ კი, მაშინ სად ისწავლება - სკოლაში თუ ოჯახში? როგორ ისწავლება?
თვეში რა თანხაა საკმარისი საარსებოდ? რა არის ის მინიმუმი, რაც მაგალითად, ორსულიან ოჯახს მხოლოდ გამოსაკვებად შეიძლება ეყოს მთელი თვის განმავლობაში და არის თუ არა საკმარისი ამისათვის ის 161,9 ლარი.
რამდენი სჭირდება ადამიანს, რომ იარსებოს? არა მხოლოდ იკვებოს და შიმშილით არ მოკვდეს, არამედ იცხოვროს... უნდა შეეძლოს თუ არა, მაგალითად, რომ შეიძინოს პალტო, თუკი გაუცვდა, ან კინოში წავიდეს, ან გაზეთები იყიდოს?
გადაცემა პურზე, კარაქზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ტყუილზე - რომ ხაჭო, ხაჭო კი არ არის, ხაჭოსმაგვარი მასაა, პური ჭვავის კი არ არის შეღებილია შავად, მაწონი კი არის მაწვნისებრი, მცენარეული რაღაც.
რა საკითხზეც უნდა ვსაუბრობდეთ, საბოლოოდ ყოველთვის განათლების პრობლემებსა და ხარისხს მივადგებით. განათლების სისტემის პრობლემათა შორის კი არის ერთი, მარადიული და თითქოს დაუძლეველი - რეპეტიტორობის ინსტიტუტი.
გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, მაგრამ რამდენად ვუკავშირებთ მათ საქართველოს ან ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს? ეს თემა მთავარი იყო გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში გამართულ წლევანდელ შეხვედრაზე.
ჯერ კიდევ ცხელა. ჯერ არავის ახსოვს სიცივე და ლურჯი კარვებიდან გამოსული ორთქლი... და ცოტას ახსოვს უსახლკაროები, რომლებიც ზამთრობით ამ კარვებში ცხოვრობენ.
აგვისტო დაიწყო და საქართველოში ახლა ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონია. ქვეყნდება სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვით ტურისტების რიცხვმა იმატა. ბევრი კი ამბობს, რომ ტურისტების ნაკადმა იკლო.
„საგამომცემლო საქმიანობა საქართველოში“ ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციამ გამოაქვეყნა.
დღეს, 8 ივლისს, ფემინისტ კაცებზე ვილაპარაკებთ. მართლაც, რა როლი აქვს მამაკაცს ფემინიზმში? არსებობს თუ არა კაცი ფემინისტი? თუ არიან მამაკაცები, რომელთაც ესმით პრობლემები და თანაუგრძნობენ ქალებს ჩაგვრასა თუ დისკრიმინაციაში? კაცი ფემინისტი სხვა არის და ქალთა მოძრაობაში ჩართული კაცი სხვა?
საქართველოს გზებზე სულ უფრო მომრავლდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. საზოგადოებაში ეს საკმაო მღელვარებას იწვევს.
რა გზას გაივლის პროდუქტი შექმნიდან ჩვენს თეფშებამდე, ვინ აკვირდება ამ გზას ან ვინ აკონტროლებს: პროდუქტის ხარისხს, შემდეგ - შეგროვების, შემდეგ - დამზადების, შემდეგ - შენახვის, შემდეგ - ბაზარზე გატანის?
თბილისის ზოოპარკის წინ ბუშტები და „მამალოები“ არ იყიდება... თბილისის ზოოპარკის წინ ბავშვებით სავსე მანქანები არ დგას...
„არაფერი ჩვენზე, უჩვენოდ!“ – ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის სლოგანია. რამდენად ვიცნობთ ამ კონვენციას საქართველოში და რამდენად გვესმის, რომ კანონებს აღსრულება უნდა...
იმაზე, რომ რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი არაერთხელ ყოფილა საუბარი. მაგრამ ეს მაინც კერძო და ზოგადი საუბრები იყო. ახლა კი, ხელთა გვაქვს კვლევა, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევა საჯარო ინფორმაციაზე და ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩატარდა.
ჩამოტვირთე მეტი