აგვისტო დაიწყო და საქართველოში ახლა ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონია. ქვეყნდება სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვით ტურისტების რიცხვმა იმატა. ბევრი კი ამბობს, რომ ტურისტების ნაკადმა იკლო. რა ვითარებაა რეალურად? დათვლის სისტემა როგორია? არსებობს თუ არა ამ თვალსაზრისით საყოველთაოდ მიღებული სტანდარტები? ვინ არის „ტურისტი“ და ვინ - „საერთაშორისო მოგზაური“? ვინ ხვდება ამ ხალხს საქართველოში და ვინ აცნობს მათ ქვეყანას?
საქართველოს სტუმრები და მასპინძლები, ტურიზმი, გიდები და უამრავი პრობლემა, რომლებზეც რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ - გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი მელაძე და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.