Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები საქართველოს გზებზე


საქართველოს გზებზე სულ უფრო მომრავლდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. საზოგადოებაში ეს საკმაო მღელვარებას იწვევს. აზრი გაყოფილია: ნაწილი მიიჩნევს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მოძრაობა თბილისსა თუ საქართველოს გზებზე დაუშვებელია, ნაწილი კი თვლის, რომ ეს პრობლემა არ არის. გუშინ, 7 ივლისს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც ილაპარაკა ამ პრობლემაზე და თქვა: "არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე კრძალავს ან არ უშვებს ასეთ მანქანებს, ვინაიდან ისინი, გარკვეული თვალსაზრისით, აფერხებენ მოძრაობას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოსო". - ამ განცხადებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვის ახალი ტალღა დაძრა, რადიო თავისუფლება კი დაინტერესდა, რას ფიქრობენ ტრანსპორტის სპეციალისტები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მოძრაობაზე საქართველოს გზებზე. მარინა ვაშაყმაძემ თბილისის სტუდიაში მიიწვია ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა და ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ დირექტორი ვასო ურუშაძე.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG