გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, მაგრამ რამდენად ვუკავშირებთ მათ საქართველოს ან ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს? ეს თემა მთავარი იყო გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში გამართულ წლევანდელ შეხვედრაზე, დიალოგს ასევე ერქვა - "პლანეტის დაცვა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა" და მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა. რა ვიცით გლობალური დათბობის შესახებ და რა ვიცით საქართველოს გამოწვევებზე ამ თვალსაზრისით? რაზე ისაუბრა მაღალ ტრიბუნაზე პრემიერ-მინისტრმა და რამდენად შეძლო საქართველომ ამ მაღალი ტრიბუნის გამოყენება? ამაზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან თეიმურაზ მურღულია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე და მანანა ქოჩლაძე, ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.