ხასო ხანგოშვილი, პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი, თავისივე შექმნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დგას და ქისტებზე გვიამბობს. მუზეუმს მიღმა, ორ მეჩეთს შორის, ახალგაზრდები ჩამომსხდარან და დინჯად ადევნებენ თვალს ამვლელ-ჩამვლელს. მათ გვერდით კი, პატარა ბიჭები სიცილით უღერებენ ერთმანეთს პლასტმასის თოფებს...