ის, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა, უკვე
კარგა ხანია, განსჯის საგანია. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამაზე აღარავინ
დავობს. ქუჩაში ჩატარებული სახელდახელო გამოკითხვაც კი ცხადყოფს, რომ
განსაკუთრებით მამაკაცები დაჟინებით იმეორებენ, ამგვარი ძალადობა არ
არსებობს და ამის შესახებ არაფერი გვსმენიაო.