არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში ვეღარ ვისარგებლოთ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების - DHL-ის, TNT-ის, UPS-ისა და FEDEX-ის მომსახურებით, ყოველ შემთხვევაში, ამას აცხადებენ თავად ამ კომპანიების წარმომადგენლები. შიშს გამოთქვამენ ასევე, ორგანიზაციაში - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ .საქმე ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი "საფოსტო
კავშირის შესახებ“, რომელიც ამ სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების ახლებურად რეგულირებას ითვალისწინებს. საერთაშორისო გადამზიდავები და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონპროექტი გადაზიდვების ბაზარზე "საქართველოს ფოსტის" მონოპოლიას მოახდენს. რა საფრთხეს შეიცავს რეალურად კანონპროექტი საფოსტო კავშირის შესახებ? რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში დღეს ამაზე საუბრობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ნათია კუტივაძე და TNT-ის გენერალური დირექტორი ნინო მენთეშაშვილი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1