გადაცემა პურზე, კარაქზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ტყუილზე - რომ ხაჭო, ხაჭო კი არ არის, ხაჭოსმაგვარი მასაა, პური ჭვავის კი არ არის შეღებილია შავად, მაწონი კი არის მაწვნისებრი, მცენარეული რაღაც... ეს ამბავი ახლა გამჟღავნდა. რა გამჟღავნდება ხვალ? რას შევიტყობთ, მაგალითად, ხორცსა და კარტოფილზე?.. ამ ამბავზე ვნახავთ სიუჟეტებს და ვილაპარაკებთ „თავისუფლების ნიუსრუმში“. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.