ვიდექი და ვტიროდი. და ვამბობდი, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს საავადმყოფოა და რომ იქ, მიხურულ კარს მიღმა, დედაჩემი შეიყვანეს და მე არ ვიცი, როგორ არის და მოეხსნა თუ არა შეტევა; რომ, რა თქმა უნდა, ვღელავ და მეშინია! და მინდა, რომ ვინმე დამელაპარაკოს და რომ ეს ოხერი ჩანთა შეუტანოს დედას.