როგორია ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა მდგომარეობა საქართველოში? დღეს ერთი კონკრეტული მაგალითის მიხედვით ვილაპარაკებთ: თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩის N71-ში ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები ცხოვრობენ.
მათი უფლებრივი მდგომარეობა და ის, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა, ადამიანის უფლებათა სახლმა კი, საგანგებო შეხვედრა მოაწყო ვეტერანთა ყოფისა და მდგომარეობის თაობაზე. სიცოცხლისათვის საჭირო ელემენტარული პირობები არ გააჩნიათო - ითქვა ამ შეხვედრაზე. რატომ აღმოჩნდნენ ომის ვეტერანები ასეთ ვითარებაში, და როგორია მათი ოჯახების მომავალი?
ამ პრობლემებზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი და თამარ გაბიანი, სახალხო დამცველის აპარატის, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.