წინასაარჩევნოდ, რადიო თავისუფლების მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთხელ შეხვდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენლებს. საგანგებო, ერთსაათიან გადაცემაში, სტუმრები ორ თემაზე საუბრობენ - სოციალურ საკითხებსა და ეკონომიკურ პრობლემებზე. საუბრობენ იმის თაობაზე, თუ ვის რა გეგმა აქვს, როგორ აპირებს ამ გეგმების განხორციელებას, რით განსხვავდება მათი საარჩევნო პროგრამები ერთამნეთისგან და მათი აზრით - რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა მათ პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. საუბრებს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
შეხვედრა პირველი
მონაწილეები:
- თენგიზ შუბლაძე - პარტია„ დავით თევზაძე საქართველოს
მშვიდობისთვის“; - გიორგი გვიმრაძე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, პარტია „საქართველო“;
- ირაკლი ტორონჯაძე - საარჩევნო ბლოკი „სახალხო პარტია”;
- თამაზ ჯაფოშვილი - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მშრომელთა სოციალისტური პარტია“.