წინასაარჩევნოდ, რადიო თავისუფლების მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთხელ შეხვდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენლებს. საგანგებო, ერთსაათიან გადაცემაში, სტუმრები ორ თემაზე საუბრობენ - სოციალურ საკითხებსა და ეკონომიკურ პრობლემებზე. საუბრობენ იმის თაობაზე, თუ ვის რა გეგმა აქვს, როგორ აპირებს ამ გეგმების განხორციელებას, რით განსხვავდება მათი საარჩევნო პროგრამები ერთამნეთისგან და მათი აზრით - რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა მათ პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. საუბრებს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
შეხვედრა მესამე
მონაწილეები:
- აკაკი ზოიძე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"
- ნათია კუტივაძე - "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები"
- სერგი კაპანიძე - საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
- ზურაბ ტყემალაძე - საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“