რა არის ბედნიერება? როგორ შეიძლება განისაზღვროს ან გაიზომოს? ან რატომ უნდა გაიზომოს? - ეს კითხვები ისევ და ისევ ჩნდება მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და 2012 წლიდან ამ დღეს ყოველთვის ეძღვნება საგანგებო კვლევა ბედნიერების ინდექსის თაობაზე.
წლევანდელ ჩამონათვალში 156 ქვეყანას შორის საქართველოს ბედნიერების საფეხური 126-ე აღმოჩნდა. აი, ასეთი განცდა აქვთ ქართველებს...
ვინ რატომ მიიჩნევს ან არ მიიჩნევს თავს ბედნიერად და ვისთვის რა არის ბედნიერების საბაბი? დღეს ამაზე საუბრობენ ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, ფილოსოფოსი ემზარ ჯგერენაია და სახელდახელოდ გამოკითხული მოქალაქეები. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.