ბევრჯერ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ყველაფერზე ლაპარაკობს, თუმცა მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე დღის წინ, ვნახე ადამიანი, რომელსაც შეუძლია ისაუბროს ყველაფერზე და თანაც ისაუბროს ისე, რომ ერთი წამით არ დაეჭვდეთ მისი ცოდნის საფუძვლიანობაში. 25-26 ივნისს თბილისს ჰანს როსლინგი ეწვია, შვედი ექიმი და სტატისტიკოსი, ფონდ GapMinder-ის დამფუძნებელი.