გასულ კვირაში, 9 სექტემბერს, "ეპლმა" ახალი "iPhone 6" და "iPhone 6 Plus" წარმოადგინა, ასევე შედგა ეფლის საათის პრეზენტაციაც. სიახლეებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, "ეპლის" მომხმარებლების ნაწილი უკმაყოფილო დარჩა ახალი აიფონის ზომის გამო. სიახლე იყო "ეპლის" საათიც, რომელზეც კომპანია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და, რომელმაც მიმდინარე წელს ბაზარზე გამოჩენილ სხვა "სმარტ-საათებს" უნდა გაუწიოს კონკურენცია. "ეპლის" ინოვაციების შესახებ ახალგაზრდული პროგრამის სტუმარია კომპიუტერული სისტემების სპეციალისტი, "ეპლის" ევანგელისტი, მირიან ქორიძე.