თითქმის ერთი წელია, რაც გამოჩნდა საიტი digitalculture.ge - საინტერესო ადგილი ვებში მათთვის, ვისაც თანამედროვე კულტურა აინტერესებს და ინფორმაციის მიღება ქართულად სურს. ვებსაიტმა მომხმარებელს შესთავაზა ის, რაც ქართულ ნეტს ძალიან აკლდა - ორიგინალური რეცენზიები კინოზე, მუსიკაზე, ლიტერატურაზე, თამაშებზე, კომიქსებზე. ქართულ ენაზე შექმნილი ტექსტები, არავითარი თარგმანი, და გამორჩეული ენა, რომლის გამოც საიტის ავტორების სტატიებს მარტივად გამოარჩევ. დღეს პროექტზე სასაუბროდ მოვიწვიეთ საიტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ავტორი დავით ლომია (ფორვე).