ამ ერთი წლის წინ ფეისბუკზე მომივიდა შეტყობინება, რომელიც „Stand Up Comedy Show”-ზე მიწვევდა. ერთ-ერთ ბარში მონოლოგით უნდა გამოსულიყო მურთაზ ჩიქოვანი, რომელმაც იხუმრა ყველაზე და ყველაფერზე, რაზეც შეიძლება ჩათვალოთ, რომ ხუმრობა შეიძლება ან არ შეიძლება. შემდეგ თითქმის ყოველ კვირას მომდიოდა ასეთი მოწვევები ფეისბუკზე და ბოლო წლის განმავლობაში “Stand Up Comedy” ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ღონისძიება გახდა, რომელსაც თბილისში შეგიძლია დაესწრო. ამ ჟანრისა და საქართველოში მისი განვითარების შესახებ ვესაუბრე კომიკოსს, მურთაზ ჩიქოვანს.