7 ივლისს გუგლმა სასიამოვნო სიახლის შესახებ განაცხადა. ამ დღიდან Gmail-ი 13 ახალ ენაზე გახდა ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი ენა ქართულიცაა. უკვე მეორე წელია, რაც გუგლის პროდუქტების ლოკალიზაცია მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში დეველოპერებისა და ენათმეცნიერების ჯგუფის მუშაობამ შედეგი უკვე გამოიღო. ლოკალიზაციის პროცესისა და თავისებურებების შესახებ თბილისის გუგლის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერს, ნინო ნანიტაშვილს ვესაუბრე.