Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია დააკავეს


გვარამია, როგორც იურისტი, ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელებთან შელაპარაკება.

ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს.

პოლიციელებმა იგი "გირჩი-დროას" ოფისთან დააკავეს 4 დეკემბერს, 16:45 საათზე, მას შემდეგ, რაც შსს-ის წარმომადგენლებმა იქ ჩხრეკა დაიწყეს.

გვარამია, როგორც იურისტი, ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელებთან შელაპარაკება.

გვარამია პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავეს. თავდაპირველად, შელაპარაკებისას, ის მიწაზე დააგდეს და შემდეგ ჰაერში ატაცებული გაათრიეს მანქანამდე, რომელსაც არ ჰქონდა პოლიციის განმასხვავებელი ნიშნები.

გვარამიას შემდეგ იმავე ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.

მანამდე მცირე ხნით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების ოფისებში და ჩხრეკა ჩაატარეს.

პარტიებს შორისაა „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „დროა“ და „ახალი“.

მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.

აქციები მე-7 დღეა გრძელდება.

შესწორება: ინფორმაცია დაზუსტდა - გვარამია დააკავეს არა „გირჩი-დროას“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG