გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
მთავარი საარჩევნო სურვილი საკუთარ სახლში დაბრუნებაა. გურამ ოთინაშვილი სოფელ ქემერტიდან იძულებით გადაადგილებული პირია. იგი ამჟამად გორთან ახლოს, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, ცხოვრობს.
მსგავსება და განსხვავება ქართულ-ოსურ-აფხაზურ და აზერბაიჯანულ-სომხურ კონფლიქტებს შორის - ამ თემებს განიხილავდნენ აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში ჩასული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები და ჟურნალისტები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად.
ინდუაშვილის დაკავების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.
კლუბის საწყის თანხად 312 850 ლარი იყო დასახელებული. ისრაელის ბიზნესჯგუფმა „დილა” 344 000 ლარად შეიძინა
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.
დღეიდან შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარს საკუთარი ბიბლიოთეკა აქვს.
„ლიახველი ოსტატები“ - ასე ჰქვია სოციალურ საწარმოს, რომელიც ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა შექმნეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ოკუპირებული ტერიტორიიდან შესული მსხვილფეხა პირუტყვი დააკავეს.
იდეის ავტორი, გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნიპარიშვილი, მუზეუმში ყველას ეპატიჟება. მისი თქმით, მომავალში აქ გაიმართება ფილმების ჩვენება და დისკუსიები საბჭოთა ტოტალიტარიზმის, რეპრესიების, ოკუპაციისა და საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ.
რა იცის ამომრჩეველმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ? არის თუ არა ამომრჩეველი მზად გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი?
საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს.
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გორის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური ვითარება იძაბება.
გორის საკრებულოს უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარეს, ილია მეტრეველს, უნდობლობა გამოუცხადა. მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრია.
ნიქოზში წელს მეექვსედ ტარდება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან.
გორის საკრებულოს წევრების დიდმა ნაწილმა, 9 კაცმა, თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. შესაბამისი განცხადება საკრებულოს აპარატში უკვე შევიდა.
ფესტივალი პატარა ანიმატორების შემოქმედებით გაიხსნა. „ხორბალი და ღვარძლი“-ასე ჰქვია იგავის მიხედვით შექმნილ მოკლე ანიმაციას, რომელზეც ნიქოზის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები მუშაობდნენ.
82 წლის მიხეილ ილურიძე ყოველდღე სახლის ეზოში გამოდის და მთას გაჰყურებს, სადაც რუსეთის მესაზღვრეები ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს ამონტაჟებენ და გზა გაჰყავთ.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
ჩამოტვირთე მეტი