გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
თბილისის აეროპორტში ქართველ ოლიმპიელებს გულშემატკივრები ოვაციებით და ხმაურით დახვდნენ. მაისურების მიხედვით ადვილად გაარჩევდით, ვინ საიდან და ვის დასახვედრად იყო ჩასული. საჩხერელებს ლაშა ტალახაძის პორტრეტიანი მაისურები ეცვათ.
თბილისის აეროპორტში ქართველ ოლიმპიელებს გულშემატკივრები ოვაციებით და ხმაურით დახვდნენ. მაისურების მიხედვით ადვილად გაარჩევდით, ვინ საიდან და ვის დასახვედრად იყო ჩასული.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისის მიწის ნაკვეთში შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიიდან კომბაინი მოიყვანეს და ადგილობრივი ფერმერის, შალვა ჩილინდრიშვილის, ქერის მოსავლის აღება დაიწყეს.
გორი რომ სპორტული ქალაქია, ეს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზეც გამოჩნდა. 1 ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს გორელებმა მოუტანეს.
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები დასრულდა. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
გორელების დიდ ნაწილს წუხელის არ ეძინა. ისინი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოლიმპიურ ოქროს ზეიმობდნენ. ფეიერვერკი, ქუჩებში გამოსული მანქანები, საყვირები, ხმაური და მილოცვებით ურთიერთგადაძახილი.
გორელების დიდ ნაწილს წუხელის არ ეძინა. ისინი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოლიმპიურ ოქროს ზეიმობდნენ.
11 აგვისტოს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს იხსენებენ. მერვე წელია, შინდისის რკინიგზის სადგურის სიახლოვეს ყოველწლიურად იკრიბებიან ადამიანები და პატივს მიაგებენ 17 ჯარისკაცის ხსოვნას.
8 აგვისტოს ხმაური იყო შავდათუაშვილების ოჯახში, ხმაური იყო გორის თეატრის სკვერში.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა. ლონდონში მოპოვებულ ოქროს ახლა მან ბრინჯაოს მედალი შემატა.
გრძელდება აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები. გორში სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით მშვიდობის კვირეული მიმდინარეობს
გორში აგვისტოს ომის მე-8 წლისთავის აღნიშვნა 7 აგვისტოს დაიწყო და 8-ში გაგრძელდა. შინდისის ბრძოლის გმირთა მემორიალთან ახალგაზრდები ჩავიდნენ და ადგილზე ყაყაჩოების აქცია გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ ამ დღეებში მშვიდობის კვირეულს მართავს.
„ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა“ - ეს წარწერა გორის ქუჩებში 7 აგვისტოს გაჩნდა. წარწერები იმ ქუჩებზეა დატოვებული, სადაც რუსული ავიაციის ბომბების კვალი დარჩა.
თეთრ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები, ანთებული ჩირაღდნით, გორის ქუჩებში სირბილს შუაღამისას დაიწყებენ. ხმაურით მთელ ქალაქს გააღვიძებენ და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დაწყებას ამცნობენ.
ალექსანდრე შავერდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის განაპირას დააკავეს.
გორში პოლიციელების მიერ ახალგაზრდების დაკავება გუშინ დაიწყო და დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა ბრალდებით, ჯამში, ხუთი ახალგაზრდაა დაკავებული. ყველაფერი კი რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, სადაც სასამართლო რამაზ ქოქოშვილის საქმეზე მსჯელობდა.
ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, დაახლოებით, 6 საათს გაგრძელდა.
„მშვიდობის გზავნილები“ - ასე ეწოდებოდა აქცია-კონცერტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიურმა მოზაიკამ“ ერგნეთში გამართა.
გიორგი გიუნაშვილი ოკუპირებულ სოფელ დისევიდან დევნილია და ამჟამად ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
გორის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და დიდხანს ასე გაგრძელდა. საკრებულოს წევრების ერთი ნაწილის პროტესტს საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სხდომაზე ერთი და იმავე საკითხების შეტანა იწვევს.
ჩამოტვირთე მეტი