გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
“ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სამშაბათს, დილიდანვე, ერგნეთის პოლიციის საგუშაგოსთან ხალხმრავლობა იყო.
გორში დათო ევგენიძის კონცერტით დასრულდა თეატრალური კომედიის ფესტივალი. მუსიკოსმა თავის ბენდთან ერთად კონცერტი იმ ადამიანებს მიუძღვნა, ვინც საოკუპაციო რეჟიმისგან დაზარალდა.
გორის საკრებულოში კრიზისი ღრმავდება. საკრებულოს წევრებმა უკვე მეორედ ჩაშალეს ბიუროს სხდომა. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველს მისივე მოადგილე ზურაბ როსებაშვილი დაუპირისპირდა.
მეჯვრისხევში გუშინ სროლის ხმა ისმოდა. ადგილობრივი მცხოვრები ვიტალი ჯოჯიშვილი რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გორის საკრებულოს ბიუროს სხდომა საკრებულოს წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის ილია მეტრეველისგან თანამშრომლების გათავისუფლების გამო ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მცხოვრები მამა-შვილი როინ და გიორგი ზაუტაშვილები წუხელ ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
შაბათ დილით სოფელ ბერშუეთის მცხოვრები მამა-შვილი როინ და გიორგი ზაუტაშვილები სოფლის საძოვარზე პირუტყვს მწყემსავდნენ.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში ადგილობრივი მცხოვრებნი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ. მათი აზრით, სოფელი დაუცველია.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ავლევში ორი სატვირთო მანქანით გამოჩნდნენ და ავლეველების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.
ნახევარსაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სახლების სარდაფები და მაღაზიები. კრიტიკული ვითარება შეიქმნა მიწისქვეშა გადასასვლელებში, სადაც წყალი სწრაფად შევარდა და ადამიანები ამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
ხმაურით და ღიმილით დაიწყო გორში თეატრალური კომედიის ფესტივალი. გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები დილიდანვე ხმაურით მოიარეს და მაყურებელს ფესტივალის დაწყება ამცნეს. კომედიის ფესტივალი მესამედ ტარდება და წელს ის უკვე საერთაშორისო გახდა.
გორის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ლია ჩლაჩიძემ თავიდანვე განაცხადა, რომ მისი ფრაქცია საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ინიცირებული საკითხების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
„სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტყვიავის საკვირაო სკოლა გაიხსნა.
თეონა ცირამუა რამდენიმე წლის წინ გახდა გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი. პასუხისმგებლობა დიდი იყო, რადგან იბარებდა გუნდს, რომელსაც უკვე დიდი ისტორია ჰქონდა და მსოფლიოში იცნობდნენ.
კასპის საკრებულოს შუალედური არჩევნები მეტეხის თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ალექსანდრე მერებაშვილის გამარჯვებით დასრულდა.
ერგნეთში გაიმართა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
„სახელმწიფოს არა აქვს უფლება სტალინის ქუჩა ჰქონდეს თუნდაც იმ ქალაქში, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გააკეთა.
გორში კომუნისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მივიდნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმ ადგილას, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ძეგლის ხელმეორედ დადგმა. აქციაზე დაპირისპირება მოხდა საზოგადოება „სტალინელის“ ლიდერ გრიშა ონიანსა და კონტრაქციის წევრებს შორის,რომლებიც კომუნის
„პუტინის მონებო, კრემლის აგენტებო, საქართველოს მოღალატეებო“ - ამ შეძახილებით ახალგაზრდების ჯგუფი კომუნისტებისა და სტალინისტების მანიფესტაციაში შეიჭრა, რამაც გრიშა ონიანი გაანაწყენა.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები გახშირდა. ბოლო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ჩამოტვირთე მეტი