ის პატიმრები, რომლებიც ციხეში წამების მსხვერპლნი გახდნენ, აუცილებელ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას საჭიროებენ. პატიმრების ნაწილი ზიანის კომპენსირებასაც ითხოვს.
ცემა, გაშიშვლება, მუქარა, 100 კაცი ერთ დახუთულ საკანში... წამების მეთოდები, რომელთა შესახებაც პატიმრები ჰყვებიან, მრავალფეროვანი და სასტიკია. ბევრი მათგანი ამბობს, რომ ციხეში მსგავს მოპყრობას წლების განმავლობაში უძლებდა.
ყოფილი პატიმარი იმედა ბუთხუზი იხსენებს, თუ როგორ აწამებდნენ:
„ჩვენ ვიყავით ის პატიმრები, რომლებიც ზამთარში ტრუსებით ჰყავდათ კარცერში, რომლებიც ნახეს სახალხო დამცველმა, გაეროს წარმომადგენელმა... შემოვიდნენ და ეგრე მიპოვეს, ნაცემი. რა ვიცი, რას ვგავდი“.
მისივე თქმით, ციხეში იყვნენ ადამიანები, რომელთაც პატიმრების წამება სიამოვნებდათ.
„ტუბზონაში იყო მანიაკი, ცნობილი ფაქტია. ავადმყოფს რომ კიდევ სცემ, სისხლს რომ იღებს პირიდან, და მაგას რომ გალახავ და ჯარს რომ აცემინებ, არ შეიძლება, უბრალოდ, რა!“
რუდიკ ოვაკიმიანი, რომელიც ამჯერად მე-17 საპყრობილეში იხდის სასჯელს, ამბობს, რომ კარცერში 5 დღე მშიერ-მწყურვალი ჰყავდათ:
„ჩამსვეს კარცერში, ხუთი დღე არც წყალი დამალევინეს, არც არაფერი. მერე გადმოვძახე, მკლავენ და იქნებ, გააგებინოთ-მეთქი ვინმეს. მაგის მერე გამომიშვეს“.
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ მათ ყველაზე ხშირად სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან მიმართავდნენ. მისივე თქმით, წამების ძირითადი მეთოდი სასტიკი ცემა იყო.
„ამას აქვს დამანგრეველი ეფექტი ფსიქიკაზე. ამ ადამიანებს შეიძლება რიგი პრობლემები განუვითარდეთ გამოსვლის შემდეგ ან თუნდაც პატიმრობაში. გარდა ფსიქოლოგიური დახმარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დროული და ეფექტური დახმარება მათთვის გაწეული და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი,რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ არაჰუმანურ მოპყრობაში“, - ამბობს ლელა ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არ მოხდეს პატიმრების სტიგმატიზება, ანუ საზოგადოებამ არ მიიჩნიოს, რომ ყველა მათგანი გაუპატიურების მსხვერპლი იყო.
„თუ მაინც ვინმეს მსგავსი რამ გადახდა, ეს ძალიან გრძელვადიანი და სიღრმისეული თერაპიის პროცესია. არსებობს არასწორი დაშვება, რომ ქალს იოლად გადააქვს გაუპატიურება და მამაკაცისთვის ეს უარესია. ეს არის ჯოჯოხეთი და მნიშვნელობა არა აქვს სქესს, ქალი იქნება თუ მამაკაცი“.
ლელა ცისკარიშვილის თქმით, აუცილებელია შეიქმნას შემდგომი ზრუნვის სისტემა, რომელიც პატიმრების საზოგადოებაში ღირსეულად დაბრუნებას უზრუნველყოფს. უნდა შეიქმნას მთელი რგოლი სამსახურებისა, რომელიც ჯერ ციხის შიგნით და შემდეგ მის გარეთ პატიმრებს რეაბილიტაციაში დაეხმარება. თუმცა მოკლე დროში უფრო რეალურია გაკეთდეს პილოტური პროგრამები.
იმ პატიმრების ნაწილი, რომლებიც წამების მსხვერპლი გახდა, ზიანის კომპენსირებასაც ითხოვს.
„ვითხოვ ფულად კომპენსაციას და, ასევე, დაისაჯონ უმკაცრესად, რათა ხვალ და ზეგ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, - ამბობს იმედა ბუთხუზი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი დიმიტრი ხაჩიძე განმარტავს, რომ კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვა, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, თუმცა აბსოლუტურად გაურკვეველია, კერძოდ, რა თანხა შეიძლება გადაუხადონ პატიმარს:
„თავდაპირველად უნდა მიმართონ საგამომძიებო ორგანოებს, რომ დადგინდეს ვინ ჩაიდინა, როდის ჩაიდინა, დანაშაული იყო თუ ადმინისტრაციული გადაცდომა. და როდესაც ფაქტი დადგინდება, მხოლოდ შემდეგ შეიძლება შესაბამის კომპენსაციაზე იყოს საუბარი“.
დიმიტრი ხაჩიძის თქმით, წამებასთან დაკავშირებით საჩივრის შეტანას ხანდაზმულობის ვადა არა აქვს, თუმცა ბევრმა პატიმარმა შესაძლოა უკვე ვეღარც დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად აწამეს.

ჩამსვეს კარცერში, ხუთი დღე არც წყალი დამალევინეს, არც არაფერი. მერე გადმოვძახე, მკლავენ და იქნებ, გააგებინოთ-მეთქი ვინმეს. მაგის მერე გამომიშვესრუდიკ ოვაკიმიანი
მისივე თქმით, ციხეში იყვნენ ადამიანები, რომელთაც პატიმრების წამება სიამოვნებდათ.
„ტუბზონაში იყო მანიაკი, ცნობილი ფაქტია. ავადმყოფს რომ კიდევ სცემ, სისხლს რომ იღებს პირიდან, და მაგას რომ გალახავ და ჯარს რომ აცემინებ, არ შეიძლება, უბრალოდ, რა!“
რუდიკ ოვაკიმიანი, რომელიც ამჯერად მე-17 საპყრობილეში იხდის სასჯელს, ამბობს, რომ კარცერში 5 დღე მშიერ-მწყურვალი ჰყავდათ:
„ჩამსვეს კარცერში, ხუთი დღე არც წყალი დამალევინეს, არც არაფერი. მერე გადმოვძახე, მკლავენ და იქნებ, გააგებინოთ-მეთქი ვინმეს. მაგის მერე გამომიშვეს“.
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ მათ ყველაზე ხშირად სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან მიმართავდნენ. მისივე თქმით, წამების ძირითადი მეთოდი სასტიკი ცემა იყო.
„ამას აქვს დამანგრეველი ეფექტი ფსიქიკაზე. ამ ადამიანებს შეიძლება რიგი პრობლემები განუვითარდეთ გამოსვლის შემდეგ ან თუნდაც პატიმრობაში. გარდა ფსიქოლოგიური დახმარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დროული და ეფექტური დახმარება მათთვის გაწეული და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი,რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ არაჰუმანურ მოპყრობაში“, - ამბობს ლელა ცისკარიშვილი.
თავდაპირველად უნდა მიმართონ საგამომძიებო ორგანოებს, რომ დადგინდეს ვინ ჩაიდინა, როდის ჩაიდინა, დანაშაული იყო თუ ადმინისტრაციული გადაცდომა. და როდესაც ფაქტი დადგინდება, მხოლოდ შემდეგ შეიძლება შესაბამის კომპენსაციაზე იყოს საუბარი...დიმიტრი ხაჩიძე