Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თხილის ბიზნესი ბუნებრივად ვითარდება


თხილის მოსავლის აღების პროცესი
თხილის მოსავლის აღების პროცესი

საქართველო მსოფლიოში თხილის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორ ქვეყნად ყალიბდება. ბოლო წლებში თხილი საქართველოს ექსპორტის მთლიან მოცულობაში მესამე ადგილს იკავებდა, მსუბუქი ავტომობილებისა და ფეროშენადნობების შემდეგ. 2014 წლის არასრული მონაცემებით, მას ოდნავ გაუსწრო ღვინის ექსპორტმა, თუმცა თხილის წილი ზრდას განაგრძობს. რა ამოძრავებს ამ ბიზნესს და რა პერსპექტივები აქვს მას?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, რომელიც 2014 წლის იანვარ-ნოემბერს მოიცავს, თხილის ექსპორტი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 6.1 პროცენტს იკავებს. მას ოდნავ უსწრებს ღვინის ექსპორტი, რომლის განვითარების მიზნით სახელმწიფომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახრები დახარჯა. სუბსიდირებული იყო როგორც მიწის დამუშავება, ასევე ყურძნის ჩაბარების კამპანია. ასევე მთავრობის ძალისხმევას უკავშირდება ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება. ამგვარ ყურადღებას და ხელშეწყობას მოკლებულია თხილის წარმოება და ის წლების მანძილზე ბუნებრივად ვითარდება. ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზმა „დოქტრინამ" შეისწავლა, რა შედეგებს მიაღწია ქართული თხილის ბიზნესმა მსოფლიო ბაზარზე. მისი დირექტორის მიხეილ დონდუას განცხადებით, საქართველოდან ექსპორტზე გადის გადამუშავებული თხილი.

თხილის ბიზნესი ბუნებრივად ვითარდება
please wait

No media source currently available

0:00 0:06:15 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG