თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის ჩაგდების ფაქტს სხვადასხვაგვარი შეფასებები და ვარაუდები უკავშირდება. 29 დეკემბერს გამართული ხმაურიანი სხდომის შემდეგ, თბილისის საკრებულოში დაპირისპირებული მხარეები საკუთარი არგუმენტების დაცვას განაგრძობენ, ანალიტიკოსები კი დასახელებული არგუმენტების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს aდა ამ ჭრილში გათვლილ სავარაუდო სვლებს ხედავენ.
ბევრი აუცილებელი პროექტი შეჩერდება და თბილისელები მნიშვნელოვანი საჭიროებების გარეშე დარჩებიან, - აცხადებენ საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ სხდომაზე ვერ მოგროვდა ბიუჯეტის დასამტკიცებლად საჭირო 24 დეპუტატის ხმა. სხვა თანამოაზრეების მსგავსად, ბიუჯეტის ჩაგდებას ”ქართული ოცნების” წინასწარ გათვლილ სახიფათო სვლად მიიჩნევს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის” თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი:
”ეს არის პოლიტიკური თამაში, პოლიტიკური დაკვეთის ცუდი შესრულება, როდესაც დედაქალაქს დატოვებ ბიუჯეტის გარეშე და უპრეცედენტო ბიუჯეტი ვერ იქნება დამტკიცებული თბილისისთვის. საფრთხეები ძალიან დიდია. პირველი რისკები რაც დგება, ეს გახლავთ: 100 ავტობუსის შეძენა დედაქალაქისთვის, ასევე ოლიმპიადის ჩატარება 2015 წელს, 172 მილიონი ამ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური პროგრამებისთვის”.
არაფერიც არ გაფუჭდება, - ასე პასუხობენ ”ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს საკრებულოს ის წარმომადგენლები, რომელთათვისაც კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა თბილისის მერიის მიერ წარდგენილი მომავალი წლის ბიუჯეტი. ისინი განმარტავენ, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ შეჩერდება, არაფერი დარჩება ყურადღების მიღმა და მანამდე, ვიდრე ერთი თვის შემდეგ მერია კვლავ წარუდგენს საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს, კანონმდებლობის თანახმად დადგენილი 1/12-ის პრინციპის საფუძველზე, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უპრობლემოდ გამოინახება პრიორიტეტული პროექტების დასაფინანსებლად.
თბილისის ბიუჯეტის დაწუნებულ პროექტთან დაკავშირებით კი საკრებულოს უმრავლესობის წევრებს არაერთი პრეტენზია აქვთ. მაგალითად, ფრაქცია ”დედაქალაქის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე გაოცებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ”მთაწმინდის პლატოზე ტელეანძის განათების ციმციმების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში მერიამ გაწერა ნახევარი მილიონი ლარი”, ხოლო უსახლკარო ადამიანებისთვის 300 ათასი ლარია გამიზნული. მამუკა კაციტაძე მერიის თვითნებურ მოქმედებებზეც აკეთებს აქცენტს:
”თავდაპირველად წარმოდგენილი ბიუჯეტის მოცულობა გახლდათ 730 მილიონი. უკანასკნელ მომენტში მერიამ გააჩინა ნამეტში ბიუჯეტის სახით კიდევ 55 მილიონი ლარი, რომლის გაწერაზეც საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა თბილისის საკრებულოს, რადგან მას უკვე უკრძალავდა წესი და პროცედურა აღნიშნულ ბიუჯეტში შესწორებების შეტანას და მერიას არ გასჩენია სურვილი, რომ 55 მილიონი, გარკვეულწილად, საკრებულოსთან კონსულტაციების საფუძველზე გაევლო”.
ასეა თუ ისე, დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული და თუკი საკრებულო იანვრის ბოლოს მერიის მიერ ხელახლა წარდგენილ პროექტსაც ჩააგდებს და, საერთოდ, პროექტის დამტკიცება 3 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება, ცენტრალურ მთავრობას უფლება ექნება დაითხოვოს თბილისის საკრებულო და თავად იტვირთოს დედაქალაქის მართვა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკურად იბადება შეკითხვა: ვის შეიძლება ხელს აძლევდეს მოვლენათა ამგვარი განვითარება?
ანალიტიკოსების ერთი ნაწილისთვის ცხადია, ვის წისქვილზე დაასხამს ეს წყალს, რადგანაც, მართალია, ”ნაციონალური მოძრაობა”, 22 დეპუტატით, უკვე კარგა ხანია უმცირესობაშია, მაგრამ საკრებულოში არსებული არაერთგვაროვანი უმრავლესობა დამშვიდების საშუალებას არ აძლევს ”ქართულ ოცნებას”, რომელიც 14 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ანუ 25-კაციან უმრავლესობაში იგულისხმებიან დამოუკიდებელი დეპუტატებიც, რომელთა ქმედებების პროგნოზირება არცთუ იოლი საქმეა ანალიტიკოსებისთვის.
ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, დავით ლოსაბერიძეს, ბუნებრივად მიაჩნია კითხვების წარმოშობა ამ საკითხების გარშემო, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების ფონზე, საკითხისადმი რეალისტურად მიდგომის შემთხვევაში, ეს რომელიმე მხარისთვის ხელსაყრელი იყოს:
”რადგანაც არჩევნები დაგეგმილია მაის-ივნისის მიჯნაზე, აპრილში რომ დაიშალოს საკრებულო, მაშინ მეორე ეჭვი ჩნდება - ხომ არ არის მცდელობა იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსი იქნეს გამოყენებული და არჩევნების დროს ვინც მართავს, მან ისარგებლოს ამით... იმ შემთხვევაშიც, თუკი ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შემოიღოს პირდაპირი მმართველობა, ეს მაინცდამაინც ბევრის მომცემი არც ერთი მხარისთვის არ იქნება”.
თუმცა დავით ლოსაბერიძე დედაქალქის ბიუჯეტის ჩავარდნას მაინც თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. ის ფიქრობს, რომ ობიექტური პრეტენზიების მიღმა პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მწვავე და ხმაურიანი განცხადებები გააკეთონ ერთმანეთის მისამართით - პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად.
ბევრი აუცილებელი პროექტი შეჩერდება და თბილისელები მნიშვნელოვანი საჭიროებების გარეშე დარჩებიან, - აცხადებენ საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ სხდომაზე ვერ მოგროვდა ბიუჯეტის დასამტკიცებლად საჭირო 24 დეპუტატის ხმა. სხვა თანამოაზრეების მსგავსად, ბიუჯეტის ჩაგდებას ”ქართული ოცნების” წინასწარ გათვლილ სახიფათო სვლად მიიჩნევს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის” თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი:
”ეს არის პოლიტიკური თამაში, პოლიტიკური დაკვეთის ცუდი შესრულება, როდესაც დედაქალაქს დატოვებ ბიუჯეტის გარეშე და უპრეცედენტო ბიუჯეტი ვერ იქნება დამტკიცებული თბილისისთვის. საფრთხეები ძალიან დიდია. პირველი რისკები რაც დგება, ეს გახლავთ: 100 ავტობუსის შეძენა დედაქალაქისთვის, ასევე ოლიმპიადის ჩატარება 2015 წელს, 172 მილიონი ამ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური პროგრამებისთვის”.
თავდაპირველად წარმოდგენილი ბიუჯეტის მოცულობა გახლდათ 730 მილიონი. უკანასკნელ მომენტში მერიამ გააჩინა ნამეტში ბიუჯეტის სახით კიდევ 55 მილიონი ლარი, რომლის გაწერაზეც საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა თბილისის საკრებულოს, რადგან მას უკვე უკრძალავდა წესი და პროცედურა აღნიშნულ ბიუჯეტში შესწორებების შეტანას...მამუკა კაციტაძე
თბილისის ბიუჯეტის დაწუნებულ პროექტთან დაკავშირებით კი საკრებულოს უმრავლესობის წევრებს არაერთი პრეტენზია აქვთ. მაგალითად, ფრაქცია ”დედაქალაქის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე გაოცებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ”მთაწმინდის პლატოზე ტელეანძის განათების ციმციმების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში მერიამ გაწერა ნახევარი მილიონი ლარი”, ხოლო უსახლკარო ადამიანებისთვის 300 ათასი ლარია გამიზნული. მამუკა კაციტაძე მერიის თვითნებურ მოქმედებებზეც აკეთებს აქცენტს:
”თავდაპირველად წარმოდგენილი ბიუჯეტის მოცულობა გახლდათ 730 მილიონი. უკანასკნელ მომენტში მერიამ გააჩინა ნამეტში ბიუჯეტის სახით კიდევ 55 მილიონი ლარი, რომლის გაწერაზეც საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა თბილისის საკრებულოს, რადგან მას უკვე უკრძალავდა წესი და პროცედურა აღნიშნულ ბიუჯეტში შესწორებების შეტანას და მერიას არ გასჩენია სურვილი, რომ 55 მილიონი, გარკვეულწილად, საკრებულოსთან კონსულტაციების საფუძველზე გაევლო”.
ასეა თუ ისე, დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული და თუკი საკრებულო იანვრის ბოლოს მერიის მიერ ხელახლა წარდგენილ პროექტსაც ჩააგდებს და, საერთოდ, პროექტის დამტკიცება 3 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება, ცენტრალურ მთავრობას უფლება ექნება დაითხოვოს თბილისის საკრებულო და თავად იტვირთოს დედაქალაქის მართვა.
რადგანაც არჩევნები დაგეგმილია მაის-ივნისის მიჯნაზე, აპრილში რომ დაიშალოს საკრებულო, მაშინ მეორე ეჭვი ჩნდება - ხომ არ არის მცდელობა იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსი იქნეს გამოყენებული და არჩევნების დროს ვინც მართავს, მან ისარგებლოს ამით...დავით ლოსაბერიძე