4 აპრილს უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა. უსახლკარო ცხოველთა მიმართ თანაგრძნობის განვითარების ხელშეწყობა, უსახლკარო ცხოველთა აყვანის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაცია, თავშესაფრების მშენებლობა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა - ეს ის მოთხოვნებია, რომლებსაც ცხოველთა უფლებების დამცველები ხელისუფლებას უყენებენ. მათ საპასუხოდ, სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებენ, რომ ცხოველთა უფლებები სათანადოდ არის დაცული და მათ უფლებებზე ზრუნვა კიდევ უფრო გააქტიურდება ახალ თავშესაფარში, რომელიც მაისის ბოლოს უნდა გაიხსნას.
რუსუდან ხუნწარია, ცხოველთა უფლებადამცველი და საქველმოქმედო ცხოველთა დაცვის ფონდის ”არგუსის” წარმომადგენელი, 90-იან წლებს იხსენებს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა პიანისტმა რუსუდანმა უსახლკარო ცხოველებსა და მათ უფლებებზე ზრუნვა. მაშინ პირველად ვნახე როგორი სისასტიკით გაუსწორდნენ ეზოს ძაღლებს სპეციალური სამსახურის თანამშრომლებიო, ამბობს ის:
”ძაღლმჭერი მანქანები მოვიდნენ რკინის მაშებით და ყველა ის ძაღლი წაიყვანეს, რომლებსაც მე ვუვლიდი. მე მათი დახმარება ვერ შევძელი. ამ ძაღლების წაყვანას ჩემი მეზობლები ითხოვდნენ, ერთ-ერთმა კოჭლ ძაღლს მდუღარე წყალიც კი გადაასხა.”
რუსუდან ხუნწარია იხსენებს 2002 წელს, როდესაც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ძალისხმევით, საქართველოში ცხოველთა უფლებების დასაცავად გამოიცა ბრძანებულება, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მისი თქმით, მას შემდეგ კანონმდებლობა ამ მიმართულებით აღარ დახვეწილა და არ დაკონკრეტებულა:
”ეს იყო ერთადერთი სწორი და იმ დროისათვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც იყო ასახული, როგორ უნდა მოახერხოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება ჰუმანური გზებით.”
თუმცა უნდა ითქვას, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე. არსებობს ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა, თუმცა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნინო ჩხობაძე, საქველმოქმედო ცხოველთა დაცვის ფონდის დამფუძნებელი, ადმინისტრაციული ჯარიმის თავიდან აცილების ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:
”თუ პიროვნება შეთანხმებას მოაწერს ხელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, იმ შემთხვევაში ის არ დაისჯება.”
რუსუდან ხუნწარია 1995 წელს დაარსებულ უსახლკარო ძაღლების პირველ თავშესაფარზე საუბრობს, რომელიც ორხევში მდებარეობდა და რომელიც, მისი თქმით, მოგვიანებით ძაღლების სასაკლაოდ იქცა. დღეს ეს თავშესაფარი აღარ ფუნქციონირებს:
”იმ თავშესაფარში 58 ძაღლი არის ძალადობით მოკლული. 2000 წლის 13 თებერვალს 12 ძაღლი იქ ცოცხლად დაწვეს. გერმანიის საელჩოს ნაჩუქარი რკინის კონსტრუქციები იქიდან 2003 წელს გაიტანეს. აღძრულია შვიდი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია”, - ამბობს რუსუდან ხუნწარია.
ნინო ჩხობაძე შენიშნავს:
„ჯერ კიდევ გამოიყენება უსახლკარო ძაღლების დასაჭერად მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი მეთოდი, რომლის დროსაც მთავარ როლს სპეციალური მაშები ასრულება.”
მის სიტყვებს ადასტურებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე და არგუმენტად დაახლოებით ორი კვირის წინანდელი მაგალითი მოჰყავს:
”სულ ცოტა ხნის წინ კიდევ გაგვაგებინეს, რომ ძაღლების დაჭერისას მაშები გამოიყენეს. მე მივმართავ მოსახლეობას, სანამ გადაწყვეტენ, რომ ძაღლები იქაურობას მოაცილონ, დაფიქრდნენ, თუ სად მიდიან ეს ძაღლები, რადგან მათ აუცილებელი სიკვდილი ელით.”
საპირისპიროს ამტკიცებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს გარეული და შინაური ცხოველების კონტროლის და რეგულირების განყოფილების უფროსი დავით ფსადაფერაშვილი. ის ცხოველთა იმ ახალ თავშესაფარზე საუბრობს, რომლის მშენებლობაც ისან-სამგორის რაიონში მაისის ბოლოსთვის დასრულდება და სადაც ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი იმისათვის, რომ უსახლკარო ცხოველთა უფლებები არ იქნეს დარღვეული. ის ასევე საუბრობს იმ მეთოდებზე, რომლითაც სამსახური უსახლკარო ცხოველების აყვანას ახორციელებს:
”ცხოველების დაჭერა ჰუმანური მეთოდებით ხდება. გვაქვს სპეციალური სატყორცნი თოფები, რომლის საშუალებითაც ძაღლებს ვესვრით დასაძინებელ წამლებს. ისინი ორი საათის განმავლობაში იძინებენ და გადაგვყავს სპეციალურ ვოლიერებში. თუკი მათ გამოუვლინდება ისეთი საშიში დაავადება, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება და ადამიანებისთვისაც საშიშია, მაშინ მათ უკეთდებათ ევთანაზია. ახალ თავშესაფარში იმუშავებს სტერილიზაციის პროგრამა. ძაღლებს ჩაუტარდებათ სტერილიზაცია, რათა ისინი შემდგომში აღარ გამრავლდნენ და ამით ხელს შევუშლით უსახლკარო ძაღლების გამრავლებას. გარდა ამისა, თუკი დადგინდება, რომ ცხოველი ჯანმრთელია, ის ისევ თავის ჩვეულ ადგილს დაუბრუნდება.”
თუმცა, როგორც ცხოველთა უფლებების დამცველები აცხადებენ, მხოლოდ ერთი თავშესაფარი ვერ გადაწყვეტს პრობლემას. ამიტომ, მათ აზრით, მსგავსი ტიპის მცირე მოცულობის დაწესებულებები ყველა რაიონში უნდა ფუნქციონირებდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები” არაპროდუქტიული შინაური ცხოველების პოპულაციის მართვის საკუთარ პოზიციას აქვეყნებს და აცხადებს, რომ, პირველ რიგში, ცხოველების აყვანა უნდა მოხდეს ჰუმანური მეთოდებით, ქალაქთმშენებლობის დროს დაიგეგმოს ცხოველების თავშესაფრები და, რაც მთავარია, უნდა შეიქმნას რეალობის შესაბამისი საკანონმდებლო აქტები, დაიხვეწოს მეთოდიკა და ქვეყანამ გაითვალისწინოს მსოფლიო ცხოველთა დაცვის საზოგადოების რეკომენდაციები, რომელიც, პირველ რიგში, ადეკვატური თავშესაფრების შექმნასა და ჰუმანური გზებით უსახლკარო ცხოველთა შობადობის შემცირებას გულისხმობს.

იმ თავშესაფარში 58 ძაღლი არის ძალადობით მოკლული. 2000 წლის 13 თებერვალს 12 ძაღლი იქ ცოცხლად დაწვეს. გერმანიის საელჩოს ნაჩუქარი რკინის კონსტრუქციები იქიდან 2003 წელს გაიტანეს...რუსუდან ხუნწარია
თუმცა უნდა ითქვას, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე. არსებობს ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა, თუმცა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნინო ჩხობაძე, საქველმოქმედო ცხოველთა დაცვის ფონდის დამფუძნებელი, ადმინისტრაციული ჯარიმის თავიდან აცილების ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:
”თუ პიროვნება შეთანხმებას მოაწერს ხელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, იმ შემთხვევაში ის არ დაისჯება.”
რუსუდან ხუნწარია 1995 წელს დაარსებულ უსახლკარო ძაღლების პირველ თავშესაფარზე საუბრობს, რომელიც ორხევში მდებარეობდა და რომელიც, მისი თქმით, მოგვიანებით ძაღლების სასაკლაოდ იქცა. დღეს ეს თავშესაფარი აღარ ფუნქციონირებს:
ჯერ კიდევ გამოიყენება უსახლკარო ძაღლების დასაჭერად მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი მეთოდი, რომლის დროსაც მთავარ როლს სპეციალური მაშები ასრულება ...ნინო ჩხობაძე