საქართველოში, სოციალურ ქსელებზე, დაიწყო კამპანია ცხოველთა რიტუალური მკვლელობის წინააღმდეგ. საგანგებოდ შექმნილმა ჯგუფმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტოებიც, რომელზეც ცხოველთა წამებაა აღბეჭდილი.
წელს, გაზაფხულზე, როცა ჰოლანდიის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა პარლამენტს ცხოველთა რიტუალური მკვლელობის აკრძალვა მოსთხოვეს, მათ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ სხვადასხვა რელიგიური თემებისგან, განსაკუთრებით მუსულმანებისგან... ჯერჯერობით ცხოველთა რიტუალური მკვლელობის აკრძალვა ვერ ხერხდება... ვერ ხერხდება ვერც საქართველოში, თუმცა ცხოველთა დამცველები თავიანთ ბრძოლაში უკანდახევას არ აპირებენ. ეს ბრძოლა, შესაძლებელია, გამარჯვებით არ დასრულდეს, მაგრამ ადამიანებს ინფორმაციას მაინც მიაწვდიან, როგორ ხდება, მაგალითად, ქუჩის ძაღლების განადგურება ანდა როგორ კლავენ ცხოველს, რომლის ხორცსაც მოგვიანებით ადამიანები მიირთმევენ.
ინფორმაციის გავრცელება ეფექტურია. აი, მაგალითად, გასულ კვირას სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ცხოველთა დამცველებმა გახსნეს გვერდი ”კამპანია ცხოველთა რიტუალური მკვლელობების წინააღმდეგ” - ყოველგვარი კომენტარის გარეშე, მხოლოდ შემზარავი ფოტოები გამოდეს...ამ სურათებს, შესაძლოა, კათარზისის ეფექტი ჰქონდეთ.
„არ გვსიამოვნებს, კი, ასეთი კადრების ნახვა, არავის არ სიამოვნებს ნამდვილად, მაგრამ აუცილებელია იცოდე, რა სისასტიკეა ეს”, ამბობს ჩვენთან საუბარში ცხოველთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელი თინა ჭავჭანიძე.
თუმცა დანახვა ყოველთვის არ იწვევს კათარზისს. თინა ჭავჭანიძე დეტალურად გვიამბობს, როგორ ხოცავდნენ საქართველოში წლების მანძილზე უპატრონო ძაღლებს - მათ იჭერდნენ და მაშებით კლავდნენ, ხერხემლის გადატეხით. ამ დროს ძაღლები ერთმანეთს ყეფით და ყმუილით აგებინებენ თავიანთ წამებას და ეს ხდება მოსახლეობის, ბავშვების თვალწინ. ადამიანები ამ დროს იშვიათად გამოხატავდნენ პროტესტს, რადგან, თინა ჭავჭანიძის თქმით, ცხოველის მიმართ თანაგრძნობა საქართველოში იშვიათად ვლინდება ყოფაში:
„ცხოველები დაუცველები არიან, რადგან ადამიანი არ იწუხებს თავს იმაზე, რომ მათ მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი, მიხვდეს, რომ ცხოველიც განიცდის ტკივილს.“
თუმცა რიტუალური მკვლელობის აკრძალვის მოთხოვნა მხოლოდ ჰუმანიზმსა და ემპათიას არ უკავშირდება. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, როგორია ის ხორცი, რომელსაც მიირთმევენ, ეგრეთ წოდებული ”სტრესული ხორცი” - უნდა იცოდნენ, რა უძღოდა წინ ხორცის დამზადებას.
„თუ შევთანხმდებით, რომ მოკლულის ხორცი არ გვინდა ვჭამოთ, ვხდებით ვეგეტარიანელები. ცხოველთა დამცველების უმრავლესობა ამას აკეთებს“, - გვითხრა თინა ჭავჭანიძემ.
თუმცა თუკი ადამიანი რაღაც მიზეზით უარს ამბობს იყოს ვეგეტარიანელი, მაშინ იმაზე მაინც უნდა იზრუნოს, რომ სუსტი და დაუცველი წამებით არ მოკლან და ეს მკვლელობა რიტუალად არ აქციონ. ჩვენი საუბრის დასასრულს ცხოველთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელმა, თინა ჭავჭანიძემ, მეცნიერებაში ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები გაიხსენა:
”მეცნიერებაში ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ტარდება ცხოველებზე, რადგან ადამიანზე ვერ ჩაატარებ... მეცნიერება განვითარდა ისე, რომ არსებობს მეთოდები, რომელიც ზოგავს ამ ცხოველებს. უბრალოდ, უფრო იაფი ჯდება, როცა აიღებ კურდღელს, აწვეთებ მას განუწყვეტლივ სარეცხ საშუალებას, რომლითაც რეცხავ ჭურჭელს. მერე ეს ცხოველი ბრმავდება... არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს კურდღელი წამების გზით მიდის ჯერ სიბრმავემდე და მერე სიკვდილამდე.”
წელს, გაზაფხულზე, როცა ჰოლანდიის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა პარლამენტს ცხოველთა რიტუალური მკვლელობის აკრძალვა მოსთხოვეს, მათ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ სხვადასხვა რელიგიური თემებისგან, განსაკუთრებით მუსულმანებისგან... ჯერჯერობით ცხოველთა რიტუალური მკვლელობის აკრძალვა ვერ ხერხდება... ვერ ხერხდება ვერც საქართველოში, თუმცა ცხოველთა დამცველები თავიანთ ბრძოლაში უკანდახევას არ აპირებენ. ეს ბრძოლა, შესაძლებელია, გამარჯვებით არ დასრულდეს, მაგრამ ადამიანებს ინფორმაციას მაინც მიაწვდიან, როგორ ხდება, მაგალითად, ქუჩის ძაღლების განადგურება ანდა როგორ კლავენ ცხოველს, რომლის ხორცსაც მოგვიანებით ადამიანები მიირთმევენ.
ცხოველები დაუცველები არიან, რადგან ადამიანი არ იწუხებს თავს იმაზე, რომ მათ მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი...
„არ გვსიამოვნებს, კი, ასეთი კადრების ნახვა, არავის არ სიამოვნებს ნამდვილად, მაგრამ აუცილებელია იცოდე, რა სისასტიკეა ეს”, ამბობს ჩვენთან საუბარში ცხოველთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელი თინა ჭავჭანიძე.
მეცნიერებაში ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ტარდება ცხოველებზე, რადგან ადამიანზე ვერ ჩაატარებ... მეცნიერება განვითარდა ისე, რომ არსებობს მეთოდები, რომელიც ზოგავს ამ ცხოველებს...