შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა დემოკრატი სენატორი ჯონ კერი. პრეზიდენტი ამ განცხადებით პარასკევს თეთრ სახლში გამოვიდა. გავრცელებული ვარაუდით, კანდიდატურას იოლად დაამტკიცებს სენატი, რის შემდეგაც კერი ამ პოსტზე შეცვლის ჰილარი კლინტონს, რომელმაც თავად სთხოვა ობამას მისი შემცვლელი ეპოვა. პარალელურად ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ობამა აპირებს ყოფილი რესპუბლიკელი სენატორის, ჩაკ ჰეიგელის, დასახელებას. ორივე პოლიტიკოსი - კერიც და ჰეიგელიც - ვიეტნამის ომის ვეტერანია და ამ გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია მათი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე.
40-ზე მეტი წლის წინანდელმა გამოცდილებამ - ვიეტნამის ომში ბრძოლამ - მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც ჯონ კერის, ისე ჩაკ ჰეიგელის მსოფლმხედველობაზე. სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მინისტრის პოსტებზე მათი დამტკიცების შემთხვევაში, ეს მსოფლმხედველობა, სავარაუდოდ, დიდ გავლენას იქონიებს იმ პოლიტიკაზე, რომელსაც აშშ მომავალი 4 წლის განმავლობაში გაატარებს.
ჯონ კერი 69 წლის არის და სენატში მოღვაწეობის თითქმის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ის იქ საგარეო ურთიერთობების კომიტეტს უდგას სათავეში. სახელმწიფო მდივნის პოსტთან მიმართებით მისი კანდიდატურა მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც გაეროში აშშ-ის ელჩმა სიუზან რაისმა - გავრცელებული ცნობით, ობამასთვის ყველაზე სასურველმა კანდიდატმა - განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვა. რაისი ახლახან პოლიტიკურ სკანდალში გაეხვია - მას შემდეგ, რაც არაზუსტი განცხადებები გააკეთა ლიბიაში, ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შესახებ, რომელიც სექტემბერში მოხდა.
კერი 2004 წელს პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყო. სახელმწიფო მდივნის პოსტის დაკავება მას ჯერ კიდევ 2008 წელს სურდა, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა, მაგრამ ამ პოსტზე მაშინ ჰილარი კლინტონი დაინიშნა. მას შემდეგ კერიმ ობამას წარმომადგენლის რანგში იმუშავა არაერთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიაში - მათ შორის, ავღანეთსა და პაკისტანში. ამასთან, კერიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების, ანუ START-ის, გაფორმების პროცესში.
კერი მძიმეწონიანი დიპლომატის რეპუტაციით სარგებლობს. მას დაძაბული სიტუაციების განმუხტვა შეუძლია - როგორც ეს პაკისტანში გააკეთა, ოსამა ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ. ასევე კარგად გამოსდის მყარი საგარეო კავშირების გაბმა - მაგალითად, ამას ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან მიაღწია.
კერის კონგრესში ბევრი რესპუბლიკელიც კარგი თვალით უყურებს და მხარს უჭერს.
ვიეტნამის ომმა - დროში გაწელილმა, სისხლიანმა და, საბოლოო ანგარიშით, უშედეგო პროცესმა - დიდი კვალი დაატყო როგორც კერის, ისე ჰეიგელის შეხედულებებს. ორივე უფრთხის სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას და ორივე დიპლომატიას უჭერს მყარად მხარს.
ვიეტნამის ომიდან დაბრუნების შემდეგ კერი ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი გახდა. 1971 წელს, სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მან ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის სამხედრო სტრატეგია.
სწორედ ამ სიტყვამ დაუდო დასაბამი კერის პოლიტიკურ კარიერას. მან პირდაპირ განაცხადა, მე და ჩემ გვერდით მებრძოლ ჯარისკაცებს მოგვცეს შესაძლებლობა ისტორიაში ყველაზე დიდი არაფრისთვის დავხოცილიყავითო, და დასძინა, ჩვენ სიბრაზის და ღალატის მწვავე განცდით დავბრუნდით და ეს ჯერჯერობით არავის არ ესმისო: „ჩვენ, ალბათ, ყველაზე მეტად ვართ გაბრაზებულები იმის გამო, რასაც ვიეტმანის შესახებ გვეუბნებოდნენ - კომუნიზმის წინააღმდეგ რაღაც მისტიკურ ომზე. როგორც გაირკვა, ხალხის უმეტესობამ ისიც კი არ იცოდა, თუ რა განსხვავება იყო კომუნიზმსა და დემოკრატიას შორის. მათ მხოლოდ თავიანთ ბრინჯის ყანებში უნდოდათ მუშაობა ისე, რომ მათ წინააღმდეგ ვერტმფრენების იერიში არ ყოფილიყო, მათი სოფლები ნაპალმით არ დაებომბათ და ქვეყანა არ გაენადგურებინათ. მათ იმ ყველაფრის დასრულება სურდათ, რაც ომს უკავშირდებოდა - განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების იქ ყოფნის თვალსაზრისით“.
1991 წელს კერი სპარსეთის ყურის ომის წინააღმდეგ გამოვიდა და მცირე მასშტაბის სკანდალიც გამოიწვია იმით, რომ ერაყის ომს „ქაოსი“ უწოდა. 2012 წელს მან რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი გააკრიტიკა, ირანთან პოტენციური ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. „ლაპარაკი შედეგებს იწვევს - განსაკუთრებით, თუ ის ომს ეხებაო“, - თქვა მაშინ კერიმ.
ომის კრიტიკოსია 66 წლის ჰეიგელიც. მსოფლიოში აშშ-ის სამხედრო როლის შესახებ შეხედულებებით ის ახლოსაა ობამასთან, რომელმაც 2002 წელს თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: „მე ყველა ომს არ ვეწინააღდეგები. .. მხოლოდ სულელური ომების წინააღმდეგი ვარო“.
ჰეიგელმა სენატი 2008 წელს დატოვა, იქ თორმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ. ის რესპუბლიკური პარტიის წევრია, თუმცა დამოუკიდებელი შეხედულებებით გამოირჩევა. რამდენიმე თანაპარტიელთან მას უთანხმოებაც ჰქონდა იმ მწვავე კრიტიკის გამო, რომლითაც ის გამოეხმაურა წინა პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პოლიტიკას და ერაყსა და ავღანეთში ომებს.
რამდენიმე თვის წინ მიცემულ რადიოინტერვიუში ჰეიგელმა თქვა, „არაბულმა გაზაფხულმა“ აჩვენა, რომ ხალხი თავისუფალი უნდა იყოს მთავრობის არჩევაშიო და მიანიშნა, რომ ამ რეგიონთან მიმართებით აშშ-ის არჩევანი ყოველთვის სწორი და მართებული არ ყოფილა: „წლების მანძილზე, აშშ და მისი მოკავშირეები დროდადრო ისეთ ვითარებას ირჩევდნენ ხოლმე, რომელიც მათთვის უსაფრთხო და უპრობლემო იქნებოდა, და არა დემოკრატიას ან თავისუფლებას. მაგრამ ეს შიგნიდან უნდა წამოვიდეს. შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ვინმეს თავს მოახვიოს დემოკრატია ან თავისი ნება. ეს რუსებმა გამოსცადეს ავღანეთში. ჩვენ ორ ძალიან ძვირად ღირებულ ომში ჩავერთეთ, რომლებმაც კიდევ ერთხელ გვასწავლეს ჭკუა. ეს ვიეტნამშიც ვცადეთ და იქაც არ იმუშავა. ეს არასოდეს იმუშავებს. ბოლოს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია. ჩვენ კი ყოველთვის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, რაც ინდივიდის და თავისუფლების მხარდაჭერას გულისხმობს“.
ობამას მსგავსად, ჰეიგელიც მხარს უჭერს ირანთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. ახლახან, ატლანტიკური საბჭოს წინაშე გამოსვლისას, მან თქვა: „ჩართულობა არ ნიშნავს დანებებას ან დაშოშმინებას... ესაა შესაძლებლობა, სხვებს უკეთ გავუგოთო“.
კერის და ობამას მსგავსად, ჰეიგელსაც გაკრიტიკებული აქვს განცხადებები ირანთან ომის შესაძლებლობის შესახებ. მაგალითად, მან 2008 წელს განაცხადა, რომ „ძალიან გულნატკენი“ იყო კოლეგისა და ასევე ვიეტნამის ომის ვეტერანის, ჯონ მაკკეინის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის შესაძლებლობის შესახებ.
საკითხი, რომელთან მიმართებითაც ჰეიგელი და ობამა სხვადასხვა პოზიციაზე დგანან, ცალმხრივი სანქციების დაწესების ეფექტიანობაა. სენატორის როლში ჰეიგელი ეწინააღმდეგებოდა ირანისთვის აშშ-ის სანქციების გამკაცრებას და გამოდიოდა ჩრდილოეთ კორეის, ლიბიისა და კუბის რეჟიმებისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ.
2007 წელს „ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰეიგელმა ძალიან კრიტიკულად აღწერა ის, თუ როგორ მიაწოდა ბუშის ადმინისტრაციამ ამერიკელებს ერაყში შეჭრის იდეა. „ამ ყველაფრის უპატიოსნო მხარე განსაცვიფრებელი იყო, მე ვიტყოდი დანაშაულებრივიც კი. ჩემი დასკვნით, მათ ის ადამიანები გამოიყენეს - ჩვენი ახალგაზრდები. ამიტომაც ძალიან ვფრთხილობ, განსაკუთრებით ახლა. საჭიროა ყველა რთული შეკითხვა დავსვათ. [ბუშის] ადმინისტრაციამ ჩვენ მიერ დასმული ყველა რთული კითხვა უგულებელყო. დაგვარწმუნეს, ვიცით რასაც ვაკეთებთო. ვიეტნამშიც ზუსტად ამას აცხადებდნენ“.
ჰეიგელი ასევე წინააღმდეგი იყო ობამას მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის თაობაზე და ამას ადარებდა ვიეტნამში აშშ-ის ჯარის რაოდენობის გაზრდას.
2009 წელს მან „ვაშინგტონ პოსტში“ დაწერა: ომში ჩართვა ადვილია, იქიდან გამოსვლა კი რთულიო. ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ჩართულობას მხოლოდ „მოგებისა“ და „წაგების“ პრიზმაში ვერ განვიხილავთ - ერაყი და ავღანეთი ამერიკას არ ეკუთვნის, რომ ისინი მოიგოს ან წააგოსო.

წლების მანძილზე, აშშ და მისი მოკავშირეები დროდადრო ისეთ ვითარებას ირჩევდნენ ხოლმე, რომელიც მათთვის უსაფრთხო და უპრობლემო იქნებოდა, და არა დემოკრატიას ან თავისუფლებას...ჩაკ ჰეიგელი

ჩვენ ორ ძალიან ძვირად ღირებულ ომში ჩავერთეთ, რომლებმაც კიდევ ერთხელ გვასწავლეს ჭკუა. ეს ვიეტნამშიც ვცადეთ და იქაც არ იმუშავა. ეს არასოდეს იმუშავებს. ბოლოს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია. ჩვენ კი ყოველთვის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, რაც ინდივიდის და თავისუფლების მხარდაჭერას გულისხმობს...ჩაკ ჰეიგელი
1991 წელს კერი სპარსეთის ყურის ომის წინააღმდეგ გამოვიდა და მცირე მასშტაბის სკანდალიც გამოიწვია იმით, რომ ერაყის ომს „ქაოსი“ უწოდა. 2012 წელს მან რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი გააკრიტიკა, ირანთან პოტენციური ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. „ლაპარაკი შედეგებს იწვევს - განსაკუთრებით, თუ ის ომს ეხებაო“, - თქვა მაშინ კერიმ.
ომის კრიტიკოსია 66 წლის ჰეიგელიც. მსოფლიოში აშშ-ის სამხედრო როლის შესახებ შეხედულებებით ის ახლოსაა ობამასთან, რომელმაც 2002 წელს თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: „მე ყველა ომს არ ვეწინააღდეგები. .. მხოლოდ სულელური ომების წინააღმდეგი ვარო“.
ჰეიგელმა სენატი 2008 წელს დატოვა, იქ თორმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ. ის რესპუბლიკური პარტიის წევრია, თუმცა დამოუკიდებელი შეხედულებებით გამოირჩევა. რამდენიმე თანაპარტიელთან მას უთანხმოებაც ჰქონდა იმ მწვავე კრიტიკის გამო, რომლითაც ის გამოეხმაურა წინა პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პოლიტიკას და ერაყსა და ავღანეთში ომებს.
რამდენიმე თვის წინ მიცემულ რადიოინტერვიუში ჰეიგელმა თქვა, „არაბულმა გაზაფხულმა“ აჩვენა, რომ ხალხი თავისუფალი უნდა იყოს მთავრობის არჩევაშიო და მიანიშნა, რომ ამ რეგიონთან მიმართებით აშშ-ის არჩევანი ყოველთვის სწორი და მართებული არ ყოფილა: „წლების მანძილზე, აშშ და მისი მოკავშირეები დროდადრო ისეთ ვითარებას ირჩევდნენ ხოლმე, რომელიც მათთვის უსაფრთხო და უპრობლემო იქნებოდა, და არა დემოკრატიას ან თავისუფლებას. მაგრამ ეს შიგნიდან უნდა წამოვიდეს. შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ვინმეს თავს მოახვიოს დემოკრატია ან თავისი ნება. ეს რუსებმა გამოსცადეს ავღანეთში. ჩვენ ორ ძალიან ძვირად ღირებულ ომში ჩავერთეთ, რომლებმაც კიდევ ერთხელ გვასწავლეს ჭკუა. ეს ვიეტნამშიც ვცადეთ და იქაც არ იმუშავა. ეს არასოდეს იმუშავებს. ბოლოს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია. ჩვენ კი ყოველთვის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, რაც ინდივიდის და თავისუფლების მხარდაჭერას გულისხმობს“.
ობამას მსგავსად, ჰეიგელიც მხარს უჭერს ირანთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. ახლახან, ატლანტიკური საბჭოს წინაშე გამოსვლისას, მან თქვა: „ჩართულობა არ ნიშნავს დანებებას ან დაშოშმინებას... ესაა შესაძლებლობა, სხვებს უკეთ გავუგოთო“.
საჭიროა ყველა რთული შეკითხვა დავსვათ. [ბუშის] ადმინისტრაციამ ჩვენ მიერ დასმული ყველა რთული კითხვა უგულებელყო. დაგვარწმუნეს, ვიცით რასაც ვაკეთებთო. ვიეტნამშიც ზუსტად ამას აცხადებდნენ...ჩაკ ჰეიგელი